მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.
სკოლაში მისულ პედაგოგებს სიურპრიზი დახვდათ. დირექციამ და მოსწავლეებმა მასწავლებლებს წითელი ხალიჩა და საზეიმო დახვედრა მოუწყეს, მიართვეს ყვავილები და შრომისა და ამაგისთვის გულწრფელი მადლობა ასეთი ფორმით გადაუხადეს. „მასწავლებლებო, მასწავლებლობას გმირობად გითვლით ერი“,- ეს სიტყვები გასდევდა ღონისძიებას ლაიტმოტივად.
ხონის N2 საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს და გრანდიოზული სიურპრიზის ორგანიზატორებს კი მადლობას უხდის.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.
თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმით შექმნეს ფლაერები