კუშის საჯარო სკოლის 12 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ II ეტაპზე იასპარეზებს
06-10-2022
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის I ეტაპზე თხუთმეტმა მოსწავლემ იასპარეზა და „ეტალონის“ ონლაინ სიგელები მიენიჭათ. II ეტაპზე კი შემდეგი 12 მოსწავლე გადავიდა:
ანი მარტიროსიანი;
სოსო ავეტიანი;
აგასინ ნაზარეტიანი;
ანნა გევორქიანი ;
ვანიკ მარტიროსიანი;
ლევ პინაევი;
ჰრაირ ოვსეპიანი;
ირინა ნაზარეტიანი;
სუსანნა ვარტერესიანი;
რუზანნა მიქაელიანი;
დავით ოვსეპიანი;
თაგუი ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.
წალკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.