სიახლეები
საინტერესო

8 წლის ტრისტანი, თავისი მეგობრის გადამრჩენელი საავადმყოფოს დასახმარებლად, ცხელ შოკოლადს ყიდის
03-11-2016
-
+


8 წლის ტრისტან რეჯინმა, სახლის წინ დახლი გააკეთა და ცხელი შოკოლადის გაყიდვა დაიწყო. 

ტრისტანი დენვერში ცხოვრობს და მისი სასმელი განსაკუთრებით ათბობს, რადგან კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება.  

ტრისტანმა სტენდი კოლორადოს ბავშვთა საავადმყოფოს ფონდის დასახმარებლად გააკეთა, სადაც მის მეგობარს, კეიდ ჰამფრის კიბოს მკურნალობის კურსი ჩაუტარდა.

„ბავშვთა საავადმყოფომ მისი [კეიდის] სიცოცხლე გადაარჩინა და მეც ვცდილობ, მათი დაფინანსება გავზარდო,“ უთხრა ტრისტანმა NBC News–ს.

დახლის გახსნის დღიდან, 8 წლის ბიჭმა 3000 დოლარის შეგროვება შეძლო.

ტრისტანის მეგობარს, კეიდს, კიბოს დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს. ბიჭს თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაციის, ქიმიოთერაპიის და სხივებით მკურნალობის შემდეგ ბიჭი გამოჯანმრთელდა.

ტრისტანმა ფულის შეგროვება კეიდისთვის სათამაშოს საყიდლად დაიწყო, თუმცა შემდეგ შემოსავლის ნახევრის საავადმყოფოში გადარიცხვა გადაწყვიტა.

„ბავშვთა საავადმყოფო რომ არა, კეიდი ცოცხალი აღარ იქნებოდა,“ თქვა ტრისტანმა. „ის ყველაზე კეთილი ბავშვია, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.“

გასულ შაბათს ტრისტანის დახლს, მეგობრის იდეით აღფრთოვანებული, კეიდიც შეუერთდა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება