აშკალის საჯარო სკოლის 17 აქტიური მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო
06-10-2022
დაკოპირებულია
-
+
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.
დისტანციური კონკურსის I ეტაპზე ჩვიდმეტმა მოსწავლემ იასპარეზა და „ეტალონის“ ონლაინ სიგელები მიენიჭა.
სკოლის აქტიური მოსწავლეები კი არიან:
ვართუშ კალაიჩიან;
ლინა კუბოიან;
სუსანა კალავორიან;
ალიონა მარტიკიან;
იულია ზურნაჩიან;
ანა კალავორიან;
აიკ თერჟანიან;
ნარეკ მანუკიან;
ანი ჟამკოციან;
ემმა ოგანესიან;
ელლა მანუკიან;
მარიამ მარაბიან;
გარიკ ბალიან;
სეირან ზურნაჩიან;
ნოველა კაზარიან;
სოკრატ მანუკიან;
ერნა ბულიკიან.
აღსანიშნავია, რომ წალკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.
წალკის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 5 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში წალკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.
კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 7 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.