სიახლეები
სიახლეები, სამასწავლებლო, ინტერვიუ

„მასწავლებლის გამოცდებს უკანა პლანზე გადავწევდი“ - რას შეცვლიდა და რა მოსწონს განათლების სისტემაში შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს თამარ თვალიაშვილს
06-10-2022
-
+


ათწლეულების განმავლობაში განათლების სფეროში არერთი რეფორმის მომსწრე და მონაწილე იყო. თვლის, რომ ცვლილებები აუცილებელია და ყოველთვის მიესალმება, თუმცა შენიშვნებიც აქვს. რომ შეეძლოს პირველი რასაც გააკეთებდა, ეს ყველა მოსწავლისთის თანაბარი პირობების შექმნაა. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ თვალიაშვილი etaloni.ge -სთან ინტერვიუში ამბობს, მისი სურვილია ყველა სკოლა, ინფრასტრუტურულად გამართული იყოს.  

რით განსხვავდება მასწავლებლობა დირექტორობისგან, რომელი უფრო მეტად არის თავად, როგორ აფასებს დირექტორის ახალი სტანდარტს, მასწავლებელთა შეფასების სქემას... ამ და სხვა საკითხებზე თამარ თვალიაშვილმა ჩვენთან ისაუბრა:

- წელს, დამსახურებული მასწავლებლის სიგელი გადმოგეცათ, რას ნიშნავს თქვენთვის ეს ჯილდო?

- ეს არის უდიდესი დაფასება, როცა იმ ათას პედაგოგს შორის გამოგარჩევენ, ვინც შენსავით პასუხისმგებლობით უძღვება საქმეს ეს არის დიდი დაფასება და პასუხისმგებლობა, რადგან ეს აღიარება შენგან კიდევ გაორმაგებულ პასუხისმგებლობას ითხოვს.

- სიგელის მინიჭების ერთ-ერთი პირობა, 30 წლიანი პედაგოგიური სტაჟია, თქვენ რამდენი წელია სკოლაში მოღვაწეობთ?

- 37 წელია სკოლაში ვარ. სკოლის დირექტორი და ამავდროულად ბიოლოგიის პედაგოგი გახლავართ. 

- რამდენი ხანია სკოლის დირექტორი ბრძანდებით ?

- უკვე შვიდი წელია დირექტორი ვარ, მერვე წელი დაიწყო.

- ქალბატონო თამარ, სკოლის დირექტორი უფრო ხართ თუ მასწავლებელი?

- მასწავლებლობას ვერაფერმა აჯობა. ამ ეტაპზე დირექტორიც ვარ, მაგრამ სულით მაინც მასწავლებლად დავრჩი, სხვანაირად არც შეიძლება. ვერ იქნები კარგი დირექტორი, თუ კარგი პედაგოგი არ ხარ.

რამ გიბიძგათ მასწავლებლობისკენ, რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

- მთავარი ალბათ ბავშვების სიყვარული იყო. სკოლაში თუ ერთხელ შეხვედი და ბავშვების სიყვარულით აივსე, ეს იმხელა გრძნობაა რომ იმ გარემოდან გამოსვლის უფლებას აღარ გაძლევს. 

- საინტერესოა, გარდა რეგალიისა რა შეიცვალა თქვენთვის მას შემდეგ რაც პედაგოგის გარდა დირექტორიც გახდით, რა შეგძინათ დირექტორის სტატუსმა და შეიცვალა თუ არა ურთიერთობები პედაგოგებთან, მოსწავლეებთან...?

- ვფიქრობ, სასიკეთოდ შეიცვალა ურთიერთობები. დირექტორობამ სხვა კუთხეებიდან შემახედა მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებზე. თუკი ადრე ჩემი პიროვნული პოზიციიდან ვუყურებდი სიტუაციებს, ახლა გაიზარდა თვალთახედვის არე. შეიძლება ითქვას, უფრო დამაახლოვა მასწავლებლებთანაც და მოსწავლეებთანაც.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ დირექტორის ახალ სტანდარტზე, რით განსხვავდება წინა სტანდარტისგან და რამდენად კმაყოფილი ხართ ახალი დოკუმენტით თუ არის ისეთი საკითხი, რომელსაც ელოდით და არ შევიდა ან პირიქით მოულოდნელია?

- ვერ ვიტყვი რომ რაიმე დამაკლდა ამ დოკუმენტში, თუმცა ვერც იმას გეტყით, რომ ძალიან ბევრია. თუ სკოლაში ხარ და დირექტორი გქვია ყველა კუთხიდან უნდა შეგეძლოს მისი შეფასება. გამახარა, იმან რომ უფრო მეტი დატვირთვა სასწავლო პროცესისკენაა. უფრო მეტად არის საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციები გაძლიერებული და გამოკვეთილი. წინა დოკუმენტში თითქოს მენეჯერულ მხარეს უფრო ექცეოდა ყურადღება, თუმცა ახალა მართლა კარგია რომ საგანმანათლებლო  მიმართულება უფრო არის წინ წამოწეული.

- როგორც აღნიშნეთ 7 წელზე მეტია დირექტორი ბრძანდებით, შეგიძლიათ გვითხრათ რა არის ამ სტატუსის მთავარი ხიბლი?

- ალბათ ის, რომ თავიდან ბოლომდე ჩართული ხარ სასკოლო ცხოვრებაში, როცა სრულად ფლობ ინფორმაციას და გრძნობ რომ ვალდებული ხარ აქ იყო, რადგან საქმე უფრო სრულყოფილად წარმართო და განავითარო, ამის შეგრძნება ძალიან კარგი რამეა.

- და სირთულეებზე რას გვეტყვით, რას სირთულეებს აწყდებით როგორც დირექტორი?

- სირთულეები, რა თქმა უნდა, არის. ჩვენ ცოცხალ ადამიანებთან გვაქვს საქმე, ბავშვებთან, რომლებთან კომუნიკაციაშიც არაფერი უნდა შეგვეშალოს, რათა მათი ჩამოყალიბების პროცესი სწორად წარიმართოს. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და მიმაჩნია რომ ყველაზე დიდი სირთულეც სწორად ამაში მდგომარეობს.

ამასთან, გამოწვევად რჩება მშობლებთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, არიან ისეთი მშობლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში, გვეხმარებიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ან დაკავებულნი არიან ან ოჯახური მდგომარეობის გამო შორს არიან სკოლისგან, რაც გულს გვწყვეტს, რადგან ერთობლივი მუშაობით გაცილებით ბევრი კეთდება. ალბათ ეს საერთო გამოწვევად უნდა ჩაითვალოს. 

გამოწვევაა მასწავლებელთა პროფესიული ზრდაც. რასაც თითოეულმა მასწავლებელმა უნდა აუწყოს ფეხი და გამოწვევაა ის თუ ვინ როგორ აკეთებს ამას... მოკლედ, სამუშაო ბევრია.

- სკოლაში გატარებული 37 წლის განმავლობაში არაერთი რეფორმის მომსწრე და უშუალო მონაწილე იყავით და ხართ. თქვენი გამოცდილებითა და შეხედულებით, რას შეცვლიდით პედაგოგთა შეფასების სისტემაში, კარიერული წინსვლის სქემაში?

- აქ ძალიან ბევრი სირთულეა და შესაცვლელსაც ბევრს ვხედავ. თუნდაც გამოცდა... პედაგოგებს პროფესიული უნარების გამოცდა უკვე აქვთ ჩაბარებული და მე ვფიქრობ ეს გამოცდა შეიძლება აღარც ყოფილიყო, ან სხვა ფორმით ჩატარებულიყო. მაგალითად, პროფესიული გადამზადების სახით ჩატარებულიყო ტრენინგები პედაგოგებისთვის და ამ ტრენინგის შემდგომ იქვე ყოფილიყო გამოცდაც და მათი შეფასებაც. თორემ სასწავლო პროცესზე დაკვირვებას ვერ წავუვალთ ვერსად - რამდენად და როგორ როგორ იყენებს მასწავლებელი მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. ასე ვთქვათ გამოცდას ცოტა უკანა პლანზე გადავწევდი.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ რეფორმების სიხშირეს. პედაგოგების ნაწილი ხშირად აღნიშნავს იმ ფაქტს, რომ იმდენად სწრაფად იცვლება მიდგომები და მოთხოვნები, შეუძლებელია ფეხის აწყობა. თქვენი აზრით, სიახლეების ასეთი ტემპით და სიხშირით შემოტანა საგანმანათლებლო სისტემაში მართებულია?

- რა თქმა უნდა, არ ესწრება ყველა სიახლის დანერგვა, თუმცა თუ ვხედავთ, რომ ერთი ცვლილება კიდევ სხვა ცვლილებას მოითხოვს უკეთესი შედეგისთვის, ჯობს სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება. თუ ერთ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ და მერე დავიწყებთ მის გამოსწორებაზე ფიქრს, ამაში გაცილებით მეტი დრო დაიკარგება და თავისთავად ცხადია გამოსწორებას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება. როცა ცვლილებას, ცვლილება მოსდევს ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც დაუხვეწავი და დაულაგებელი იყო და საჭიროა მისი გამოსწორება. სასწავლო პროცესი მუდმივი ცვლილების და ძიების პროცესია. თანამედროვეობა იცვლება, სამყარო იცვლება და შესაბამისად, სასწავლო გარემოც და პროცესიც.

- მითხარით, როგორც პედაგოგი და დირექტორი, როგორ ფიქრობთ, რას უნდა აძლევდეს სკოლა მოსწავლეს?

- სკოლის პირველი მისა არის ის, რომ მან მოსწავლე მოამზადოს ცხოვრებისთვის. მხოლოდ ამა თუ იმ საზეპიროს ცოდნა, განტოლების ამოხსნა საკმარისი არ არის. მთავარია ცხოვრებაში შეძლოს ამ ცოდნის  გამოყენება. ეს არის უპირველესი, რასაც სკოლა უნდა აძლევდეს მოსწავლეს.

- ბოლოს აუცილებად უნდა გკითხოთ, რას შეცვლიდით განათლების სისტემაში ამის უფლება და შესაძლებლობა რომ გქონდეთ

- ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევეხო ინფრასტრუქტურას. კი ნაბიჯები იდგმება იმისკენ, რომ ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტებს მიუახლოვდეს და ყველა სკოლას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის ასე. ვიცი რომ ამ მიმართულებით არაერთი ნაბიჯი იდგმება, ამას მივესალმები, თუმცა სურვილი მაქვს, უფრო სწრაფად მოხდეს ეს ყველაფერი.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება