მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის დაჯილდოვდა
06-10-2022
დაკოპირებულია
-
+
დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა ბოკუჩავა მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ღონისძიება მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ სვეტლანა ბოკუჩავა წარმატებული, მოსწავლეთა განვითარებსა და ცოდნის გაღრმავებაზე ორინტირებული პედაგოგი და დირექტორია.
სკოლაში მისი წარმატებით ძალიან ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ.
„მასწავლებელი არის კაპიტანი, რომელსაც აბობოქრებული, ქარიშხლიანი, ზღვიდან მშვიდ ნავსაყუდელში გადმოჰყავს მგზავრები. იგი ასრულებს მთავარი მამოძრავებელი ძალის როლს მოსწავლის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში, მას ეხმარება სწორი რაკურსის აღებასა და მისკენ სწრაფვაში.
მასწავლებელი აღსაზრდელის წვრთნით ყალიბდება, მასთან ერთად იზრდება და იძენს სწავლების გამბედაობასა და ნებისყოფას. „იგი ისე იწყობა მოსწავლეებისგან, როგორც ფაზლი სხვადასხვა ფოტოებისგან".
სწორედ რომ ასე შექმნა სკოლამ დამსახურებული მასწავლებელი და მასწავლებელმა - სახელოვანი სკოლა.
როგორც ამბობენ, „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში" სწორედ ამიტომ, იგი კვლავაც ასეთივე შემართებით გააგრძელებს მის პედაგოგიურ მოღვაწეობას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.