მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სტატუსის ამაღლების მსურველმა მასწავლებლებმა ზაფხულში წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა ჩააბარეს. სტატუსის ამაღლებისთვის განკუთვნილი პროფესიული უნარების გამოცდა 10846 პედაგოგიდან 8206-მა ვერ ჩააბარა. 2640 მასწავლებელი კი კარიერული წინსვლისთვის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ელის.
მოქმედი კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, პრაქტიკული ნაწილის შეფასება მოიცავს:
მასწავლებლები გაურკვევლობაში არიან, თუ როდის უნდა დაიწყონ პრაქტიკული შეფასებისთვის მომზადება, მათ ამ დრომდე ჯერ კიდევ არ იციან, როდის შეძლებენ პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების ატვირთვას ან კონკრეტულად რომელი დოკუმენტებია საჭირო პორტფოლიოს წარმატებით შესაფასებლად.
პედაგოგებს ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც შეუძლიათ, სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელი დოკუმენტების თავმოყრაა, რომლებსაც შემდეგ პროფესიულ საქაღალდეში შესატანად გამოიყენებენ. თუ როდის უნდა დაიწყონ პრაქტიკულ ნაწილზე ზრუნვა მასწავლებლებმა, სამინისტროს ცხელ ხაზზე გვპასუხობენ, რომ უწყება სტატუსის ამაღლების მსურველთა პრაქტიკული ნაწილის შეფასებასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებს აზუსტებს. დეტალურ ინსტრუქციას კი სკოლები ამ საკითხზე მუშაობის დასრულებისთანავე მიიღებენ.
„სამინისტრო დეტალურ ინსტრუქციებზე მუშაობს, თუ რა უნდა გააკეთონ მასწავლებლებმა სტატუსის ამაღლებისთვის, როგორც კი ამ საკითხზე მუშაობა დასრულდება, პედაგოგები კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებენ“, - განგვიცხადეს სამინისტროს ცხელ ხაზზე.
იხილეთ ასევე : მასწავლებელთა ახალი სქემა სკოლებს გაეგზავნებათ
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე