სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N29 საჯარო სკოლის პედაგოგი დიანა ნემსიწვერიძე მენტორი მასწავლებელი გახდა
07-10-2022
-
+


ქუთაისის N29 საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე დაუღალავად ზრუნავენ.

სასკოლო საზოგადოების წევრებს თითოეული პედაგოგის წარმატება, ყოველთვის სასიხარულოა. ამჯერად, სკოლაში პედაგოგ დიანა ნემსიწვერიძეს კარიერულ წინსვლას ზეიმობენ.

განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სპეციალური ბრძანებით დიანა ნემსიწვერიძეს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

პედაგოგმა, საკუთარ წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის გულშემატკივრებს მადლობას ემოციური წერილით უხდის და აღნიშნავს, რომ მისთვის მენტორი მასწავლებლობა მეტად საპასუხისმგებლოა.

„და აი ისიც, სტატუსი - მენტორი, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას მანიჭებს უდიდეს სიხარულთან ერთად! სტატუსი, რომელზეც არ მიფიქრია, როგორც მიზანზე, სხვა მიზნები კი უამრავი იყო, ჩემი მოსწავლეების ციმციმა თვალები, ახალ-ახალი გამოწვევები და აი ასე, ამ ბედნიერ დღემდეც მოვედი, მოვედი უამრავ გულშემატკივართან ერთად, უამრავ მხარდამჭერთან ერთად, მარტო აბა რას შევძლებდი?! ძალიან ბედნიერი ვარ!  

მადლობა მინდა გადავუხადო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს! საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ქალბატონ თამარ მახარაშვილს! განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების კომისიის თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის! მასწავლებელთა სახლის წარმომადგენლებს, ჩემი პედაგოგიური საქმიანობის სიღრმისეული შესწავლისათვის! საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტს, ქალბატონ მაია კობახიძეს, რომელიც შეუდარებელი გულშემატკივარია ყველა მასწავლებლის! საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის გუნდს, რომელიც მაგალითია სიყვარულის, თანადგომის, მხარდაჭერის! მარიკა ალუგიშვილს, თამარ გაბუნიას, ეკატერინე ჭელიძეს და თამარ კაკაჩიას. ჩემი სკოლის დირექტორს, ბატონ ტარიელ გველესიანს, დირექტორის მოადგილეს, ქალბატონ მზია ახვლედიანს, თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის!

ჩემს გონიერ, საყვარელ მოსწავლეებს, მათ საუკეთესო მშობლებს! დიდი მადლობა ჩემს ყველა კოლეგას, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესებში და მათაც, რომლებიც ჩემთან ერთად გულისფანცქალით ელოდნენ ამ დღეს! ამ ხანგრძლივმა და შრომატევადმა პროცესმა ბევრი რამ დამანახა, დავინახე დიდი სითბო და სიყვარული, რომელიც ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, დავინახე ბევრი ისეთი რამ, რასაც ახალ გამოწვევად გადავაქცევ. მადლობა უფალს! მადლობა ჩემს უსაყვარლეს ოჯახს, რომელიც მოთმინებით იტანდა ჩემს მოუცლელობას. მიყვარხართ!“, - ვკითხულობთ პედაგოგის წერილში.

დიანა ნემსიწვერიძეს დამსახურებულ სტატუსს სკოლის დირექციაც ულოცავს და მეტ კარიერულ წინსვლას უსურვებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

7 აკრძალვა, რომელიც სკოლებს ეხება - კანონი

როგორ გავფილტროთ ელექტრონული ჟურნალის  კალენდარში სასურველი მონაცემი

„სოფლის თავში ბავშვები ვიკრიბებოდით ხოლმე და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს სიხარულს - რა ვიყიდეთ, როგორი ჩანთით მივიდოდით სკოლაში“


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ იმართება

„დანამატით ისარგებელბს არანაკლებ 9 000 მასწავლებელი“ - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

„სოფლის თავში ბავშვები ვიკრიბებოდით ხოლმე და ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს სიხარულს - რა ვიყიდეთ, როგორი ჩანთით მივიდოდით სკოლაში“


აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება