სიახლეები
სკოლები

სამიქაოს საჯარო სკოლის პედაგოგ ზურაბ მიქაუტაძეს დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, ნინა ხურციძე კი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა
07-10-2022
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის ისტორის მასწავლებელს ზურაბ მიქაუტაძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ნინა ხურციძე პედაგოგიურ სარბიელზე ხანგრძლივი და ნაყოფიერ მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა. 

ზურაბ მიქაუტაძე 38 წელია, რაც სამიქოს საჯარო სკოლაში ისტორიას ასწავლის. მან მრავალი ბევრი თაობა აღზარდა და მომავლისკენ გზა დაულოცა. მისი აქტიური ჩართულობით მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ ღონისძიებაში წარმატებით მონაწილეობენ. მას უფროსი მასწავლებლის სტატუსიც აქვს. მას ჯილდო და ფასიანი საჩუქარი  აბაშის მერმა გიგა გაბელაიამ გადასცა.

რაც შეეხება მასწავლებელ  ნინა ხურციძეს, მას სამიქაოს საჯარო სკოლაში ყველაზე ხანგრძლ;ივი პედაგოგიური სტაჟი აქვს. ის სიგელითა და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და კარიერულ წინსვლას უსურვებენ. 

„ზურაბ მიქაუტაძე 1972-1980 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე. 1981-1983 წლებში მუშაობდა სოფელ ძველი აბაშის რვაწლიან სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. 38 წელია უწყვეტად მუშაობს სამიქოს საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. 1984-1987 წლებში მუშაობდა სამიქაოს საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო 1987-1997 წლებში ამავე სკოლის დირექტორად. 1997-2007 წლებში მუშაობდა დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში. ამჟამად, მუშაობს სამიქაოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლად. მისი ხელმძღვანელობით არაერთ მოსწავლეს წარმატებით მიუღია მონაწილეობა მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, სასკოლო პროექტებში: „ოქროს ხანა საქართველოში“; ,,საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი“; ,,არავინ და არაფერია დავიწყებული“; ,,9 აპრილი“; ,,8 აგვისტოს ომის გმირი, გიორგი ნადარეიშვილი“. წარმატებული საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს არაერთი სიგელი და სერთიფიკატი. ასევე, აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, არის სამაგალითო პიროვნება, საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდა პედაგოგებს და ეხმარება მათ კარიერულ წინსვლაში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება