სიახლეები
სკოლები

„მადლობა ღვაწლმოსილო მასწავლებელო“- მიქელეფონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს პროექტი მიუძღვნეს
07-10-2022
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე მეტად საინტერესო პროექტით აღნიშნეს.

„მე რომ მასწავლებელი ვიყო?“ - ამ აქტივობით დაიწყეს მოსწავლეებმა, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი პროექტი, სახელწოდებით - „მადლობა ღვაწლმოსილო  მასწავლებელო!!!“.

პროექტის ხელმძღვანელმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქეთევან მგალობლიშვილმა, ბლიც -კითხვების მეშვეობით ბავშვებს მასწავლებლის თვალით დაანახა, განაცდევინა, დააფიქრა, შეფასება გააკეთებინა პედაგოგის შრომატევად და მეტად საპასუხისმგებლო პროფესიაზე.  

მოსწავლეების მოსაზრებები იყო თამამი, კრიტიკული, პრობლემების გადაჭრაში ორიენტირებული. მათ შესანიშნავად მოირგეს პედაგოგის როლი და საკუთარი თვალსაწიერიდან დაინახეს ამ პროფესიის ღირსება და გამოწვევები.  

მსჯელობის დროს გამოიკვეთა პრობლემები. გამოყვეს და მნიშვნელოვნად მიიჩნიეს პროფესიიდან გასული, პენსიონერ მასწავლებელთა ღვაწლის სათანადოდ დაფასების საკითხი და გადაწყვიტეს, სწორედ ამ თემას მიუძღვნან სოციალური პროექტი.

აღსანიშნავია, რომ სახელწოდებისა და სლოგანის ჩამოყალიბებაზე ჰქონდათ დისკუსია. იყო პედაგოგთა მიმართ გულწრფელი და თბილი მილოცვები, ირგვლივ მეგობრული და სიყვარულით სავსე გარემო სუფევდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი

ინფორმაცია სპეცმასწავლებლებისთვის, რომლებსც პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ

რა განათლება უნდა ჰქონდეს აღმზრდელსა და თანაშემწეს - ბრძანება

რესურსცენტრების ხელმძღვანელებს დამატებითი ვალდებულება განესაზღვრათ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც

წიგნიერების დღესასწაულს არაერთი კლასი გამოეხმაურა

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს

საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება