სიახლეები
საინტერესო

როგორ ამზადებს 9 წლის დანიელი საკუთარ მუხლებზე მჯდომი, McDonald's-ის შუქზე, გაკვეთილებს - შემთხვევით გადაღებული ფოტო
03-11-2016
-
+


შემთხვევით გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც ჩანს როგორ მეცადინეობს ფილიპინელი ბავშვი ღამით, McDonald's-ის განათებების შუქზე, სოციალური ქსელი მოიცვა.

9 წლის დენიელ კაბრერა მაშინ გადაიღეს, როდესაც მენდაუს ქუჩაზე საკუთარ მუხლებზე მჯდომი, კონცენტრირებული სახით ჩასცქეროდა წიგნს, მაგიდის მოვალეობას კი ხის სკამი ასრულებდა.

სურათი გამვლელმა გოგონამ გადაიღო და სოციალური ქსელში. "იმედი მაქვს ეს ბავშვი უამრავი ადამიანისთვის შთაგონების წყარო იქნება" - თქვა მან.

მოგვიანებით ჟურნალისტები ამ ბავშვის ბედით დაინტერესდნენ და McDonald's-ის მენეჯერს დაუკავშირდნენ, რომელიც მათ მოუყვა, რომ 9 წლის ბიჭუნას დედა და 7 წლის ძმა ჰყავს, რომლებიც ხშირად დგანან რესტორნის წინ და საჭმელს და ხურდას ითხოვენ. 

სკოლის შემდეგ ძმები დავალებას ქუჩაში ასრულებენ, რადგან შინ ელექტროენერგია არ აქვთ, ხოლო კაფეს განათება მათთვის საკმარის სინათლეს ქმნის. მენეჯერის თქმით, ბიჭები და მათი დედა მიმდებარე ფარდულში ცხოვრობენ, საიდანაც ისინი ხანდახან საჭმელს ყიდიან.

"ძმები შემოდიან და ხანდახან წყალს გვთხოვენ, რასაც ყოველთვის ვაძლევთ. დენიელს კი ჩვენი სათამაშოები მოსწონს. ჩვენ ვუთხარით, რომ თუ სკოლაში მაღალ ნიშანს მიიღებდა და ვარსკვლავით აღნიშნულ დავალების რვეულს გვიჩვენებდა, საჩუქრად სათამაშოებს მივცემდით" - დასძინა McDonald's-ის მენეჯერმა.



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება