სიახლეები
საინტერესო , ინტერვიუ

„აღდგომას სულ სხვაგვარად გამოიყურება ყველა ხატი, თითქოს გიღიმიან და თავადაც დღესასწაულობენ“ - ხატმწერი შალვა გერაძე
07-04-2018
-
+


შალვა გერაძე პროფესიით მხატვარია და 15 წელია ხატებს წერს. წმინდანების ხატებას ჯერ საღებავით ასრულებს, მერე კი ლითონის პერანგით მოსავს და ძვირფასი თვლებით ამკობს. მისი ნამუშევრები საქართველოში მოქმედი ტაძრების უმრავლესობას ამშვენებს. ამბობს, რომ ხატების შემქნის დროს წმინდანებთან საუბრობს, ეკლესიაში კი საკუთარი ხელით შემქნილ ხატთან ლოცვა უდიდეს ძალას მატებს.

- ბატონო შალვა, რას გრძნობს მხატვარი, როცა ხატს წერს?

- როცა ხატზე მუშაობას ვიწყებ, მეუფლება გრძნობა, რომ მე კი არა, უფალი აკეთებს ამ ყველაფერს, ოღონდ ჩემი ხელებით. ამ დროს იმ წმინდანს ველაპარაკები, ვის ხატებასაც ვქმნი. ხანდახან არ გამოდის ისეთი, როგორსაც ჩაიფიქრებ. არ ვნებდები, ღამეებს ვათენებ, სანამ სასურველ შედეგს მივაღწევ, სანამ ხატი მგრძნობიარე გამოვა და თვალები მეტყველი ექნება. როცა ხატზე ვმუშაობ, გამუდმებით ვლოცულობ.

ხატი ჩვეულებრივი ადამიანივით არ უნდა გიყურებდეს. დიდება უნდა იგრძნობოდეს, მისი თვალის კაკალიც კი უნდა გელაპარაკებოდეს. როცა პატარა ხატს ვწერ, გამადიდებელი შუშით ვადიდებ და ისე ვაკვირდები, რას მეუბნება მისი თვალები. ხელი თუ გაშვერილი აქვს, მნიშვნელოვანია, თითები როგორ აქვს და ა.შ. მუსიკასავით უნდა იყოს, მთელი ტანი უნდა ქმნიდეს ჰარმონიას. უნდა გრძნობდე, რა სწყინს და რა უხარია.

ბაგრატის ტაძარში, გელათში თუ სხვა დიდ ტაძრებში, ყველგანაა ჩემი შექმნილი ხატები. ქუთაისში ვარ გაზრდილი, ბაგრატის ტაძრის ეზოში მირბენია ბავშვობაში და როგორ წარმოვიდგენდი, თუ იქ  ჩემი ხატები იქნებოდა დაბრძანებული?! თავს არ ვაძლევ უფლებას, საშუალო დონის ხატი შევქმნა. ხატის წერის დროს ხშირად ვტირი, თავისით მომდის ხოლმე ცრემლები. ხატის პერანგსაც რომ ვჭედავ, მაშინაც ვესაუბრები უფალს და იმ წმინდანს, ვისაც ვქმნი. ლითონის პერანგსაც განსაკუთრებული დამუშავება უნდა – ლითონი უნდა მღეროდეს.

- თქვენი ყველა ხატი მოჭედილია, შიგნით წმინდანის მთელი ხატებაა?

- დიახ, ყველა ხატს ჯერ ბოლომდე ვწერ, ყველა კანონიკის დაცვით და მერე ვაცმევ პერანგს. ქართული კანონიკის მიხედვით, სანამ ხატს პერანგს დააფარებ, მთლიანად, ფერებში უნდა იყოს დაწერილი. პატრიარქმა მომცა კურთხევა, რომ ჭედური ხელოვნება განვავითარო. ოპიზარი და სხვები დიდი ხელოვანები იყვნენ, მაგრამ მას მერე ბევრი რამ განვითარდა. ამიტომ დავისახე მიზნად, მეტი სირთულე შევიტანო ამ საქმეში.

როგორც წესი, ასეთ ხატებს ორი ადამიანი ქმნის ხოლმე – წერის ოსტატი და ჭედურობის ოსტატი. მე კი მარტო ვმუშაობ. პატრიარქმა მკითხა, ეს ვინ გამოჭედაო. მე-მეთქი, ვუპასუხე. სახე ვინ დაწერაო, მე-მეთქი... გაუკვირდა და განცვიფრდა. ხატის დანიშნულებაა, სალოცავად მიგიზიდოს. მგონი, გამომდის.

უფალი ბევრ სიკეთეს მიგზავნის. როცა ხატწერაში მუშაობ, გრძნობ, რომ მარადიული ხარ - წახვალ ამ ქვეყნიდან და შენი ხატები იარსებებენ. ხატებს ჩემს სახელს და გვარს არ ვაწერდი. უწმინდესმა მითხრა, აუცილებლად დააწერე შენი სახელი და გვარი, რა ხატია და რომელი ტაძრისთვის იქმნებაო. ამის მერე ვაწერ, რომ ესა და ეს ხატი შეიქმნა ხელითა მონისა უფლისა, შალვა გერაძის მიერ.

- როგორ დაიწყეთ ხატწერა?

- სულ ვევედრებოდი უფალს, რამე ისეთი გამაკეთებინე, ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთო იყოს და ისტორიას შემოვრჩე-მეთქი. უამრავი ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ ერთეულების სახელები რჩება მარადიულად. ბებიამ, რომელიც 90 წელს იყო მიტანებული, მე-17 საუკუნის ორი რუსული ხატი მაჩუქა. სიძველის გამო გადავწყვიტე, ხატების სახეები აღმედგინა. ლითონის პერანგებიც გავუსწორე. მერე ამ ორიდან ერთი ხატი მომპარეს და დღემდე არ ვიცი სად არის, მეორე კი, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ანტონ მარტყოფელის სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. ამ ტაძარში ჩემი შვილი სტიქაროსნად მსახურობდა. ერთ დღესაც მოვიდა და მკითხა, ხატის დაწერას თუ შეძლებო, მომიტანა ამბროსი ხელაიას ხატი. თავიდან კი ვუთხარი, სხვა ნახატებზე ვმუშაობ, არ მცალია-მეთქი, მაგრამ მერე მაინც გავაკეთე ეს ხატი და მას შემდეგ სულ ამ საქმეში ვარ, ვეღარც წარმომიდგენია არსებობა ხატწერის  გარეშე.


- ამბობენ, საუფლო დღესასწაულების დროს ხატები განსაკუთრებით ბრწყინავენო. თქვენ თუ შეგიმჩნევიათ?

- დიახ, შემიმჩნევია. აღდგომა დღეს სულ სხვაგვარად გამოიყურება ყველა ხატი, თითქოს გიღიმიან და თავადაც დღესასწაულობენ. მხნეობა მემატება და თავს შემოვუძახებ ხოლმე, რომ არასოდეს გავჩერდე და სანამ შემეძლება, ხატები ვწერო. აღდგომა ხომ საოცარი დღესასწაულია და ყველა ხარობს. დედაჩემმა მითხრა ერთხელ, დაიფიცე, რომ როცა აღარ ვიქნები, ყოველ აღდგომას მოხვალ ჩემს საფლავზე და მომიყვები, იმ წელს რა გააკეთე კარგი, თუ - ცუდიო. შენ იქ რას გაიგებ–მეთქი, ვკითხე. შენ მოდი და მე გავიგებ ყველაფერსო, მითხრა. მართლაც, ყველა აღდგომას მივდივარ და ვუყვები, რამდენი ხატი შევქმენი და ვიცი, რომ იქ ხარობს ჩემი საქმით.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება