მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგების, მარიკა ფიფია და ქეთო ღვინჯილიას დიდი ძალისხმევით საყვარელ პედაგოგებს დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღე სკოლაში სადღესასწაულო განწყობით აღინიშნა. 5 ოქტომბრის ღონისძიება საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული.
მე-3 კლასის დამრიგებელმა, მარიკა ფიფიამ რომელიც შემოქმედებითი -ორიგინალური უნარით, ახლის ძიებით, პროფესიისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით და კომპეტენტურობით გამოირჩევა ასევე, მე-6 კლასის დამრიგებელმა, მდიდარი ფანტაზიითა და კრეატიულობით აღსავსე, ქეთო ღვინჯილიამ მოსწავლეებთან ერთად პედაგოგებს შემოქმედებითი დღე აჩუქეს.
ბავშვების სიხარულმა, სიყვარულმა, ყვავილებმა, ღია ბარათებმა, თბილმა სიტყვებმა და ოვაციებმა აავსო სამასწავლებლო და დერეფანი.
მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ლექსები მიუძღვნეს, რომლებიც სამასწავლებლოში მხატვრულად წაიკითხეს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, მარიკა ფიფიამ აღნიშნა მის ბავშვობაში მოსწავლეებს სამასწავლებლოში შესვლა ეკრძალებოდათ. დღეს, კი ბავშვებს თამამად შეუძლიათ პედაგოგებს მიაკითხონ რადგან მათი ურთიერთობა მეგობრობაზე დაფუძნდა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„შვილებს ვუსურვებთ, სითბო, სიყვარული და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს“