მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლის პედაგოგები მომავალ თაობას საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობენ და სხვადასხვა სასწავლო რესურსებს აწვდიან. მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, სკოლაში საინტერესო პროექტი - „პროფესია -მასწავლებელი“ განხორციელდა. პროექტზე IXბ კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს. IXბ კლასის სადამრიგებლო პროექტი, კლასის მაქსიმალური ჩართულობით წარიმართა. მოსწავლეებმა მოამზადეს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო ვიდეორეპორტაჟი, ამ პროფესიის ხიბლსა და უნიკალურობაზე.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ძალიან გონიერი და პოზიტიური გოგონები იზი შარაბიძე და ნინი დიასამიძე.
IXბ კლასის დამრიგებელი ია ბლაგიძე გახლავთ.
ია ბლაგიძე კოლეგებს პროფესიულ დღესასწაულს კიდევ ერთხელ ულოცავს, სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს კი საინტერესო მუშაობისთვის მადლობას უხდის.
„გილოცავთ პედაგოგებო, წარმატებულ და მომღიმარ მოსწავლეებს ვისურვებ ჩვენს გარშემო. მადლობა ჩემს საიმედო გუნდს“,- აღნიშნავს პედაგოგი ია ბლაგიძე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც