მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლას მიწვეული ჰყავდა ღვაწლმოსილი პედაგოგები, რომელთა უმეტესობამ დაასრულა აქტიური პედაგოგიური მოღვაწეობა, მაგრამ მისაბაძ მაგალითად რჩებიან მომავალი თაობებისათვის.
ღონისძიებაზე, რომელსაც ლამზირა ონიანი უძღვებოდა, მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები, მშობლები. დამსწრე საზოგადოებამ არაერთი საინტერესო ისტორია და მოგონება მოისმინა ღვაწლმოსილი ადამიანებისაგან, მუსიკის, პოეზიის თანხლებით.
სკოლის დირექტორმა ხათუნა ხეცურიანმა სამახსოვრო სერტიფიკატები გადასცა საამაყო ადამიანებს, პედაგოგებს მიესალმა მერის პირველი მოადგილე ალუდა თუთისანი და წარმატებები უსურვა დეხვირის საჯარო სკოლას.
დასასრულს, კი ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა დირექტორთან და მოსწავლეებთან ერთად სკოლის ეზოში თავიანთ სახელზე ხეები დარგეს, რომელიც მათივე ვარსკვლავით დამშვენდა, ღირსეული ადამიანების სახელების უკვდავსაყოფად სკოლის ისტორიაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც