მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს კვირეული მიეძღვნა.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში ჩატარდა შიდასასკოლო ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. მოსწავლეები საგანმანათლებლო კონკურსში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. გამოვლინდა გამარჯვებული გუნდებიც. მოსწავლეებმა პედაგოგებს პროფესიული დღე მათი წარმატებით მიულოცეს და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
ინტელექტუალურ თამაშს ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ გაუწია. ღონისძიებას მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
„სწავლების კარგად წარმართვაზე დამოკიდებულია, არამცთუ სვე-ბედი მომავლის თაობისა, არამედ სვე-ბედი თვითონ ქვეყნისაც“ გვიანდერძა დიდმა ილიამ! მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროფესიაა, მაგრამ ნებისმიერ სირთულესთან ერთად შესანიშნავ საქმეს აკეთებ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მესამე კლასის მოსწავლეებიც