წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთი დღით მასწავლებლების როლები მოირგეს
10-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში აღინიშნა.
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაკვეთილებს ერთი დღით მოსწავლეები ატარებდნენ. აღნიშნული აქტივობა სკოლისთვის უკვე ტრადიციად არის ქცეული. სკოლის დირექტორის ამპლუაში ქრისტინე უგრეხელიძე წარდგა ხოლო სასწავლო ნაწილის როლი მარი ვაწაძემ მოირგო.
ქართულისა და ისტორიის გაკვეთილები, რომლებიც სხვადასხვა კლასებში მოსწავლეებმა ჩაატარეს საინტერესო და მრავალფეროვანი იყო
მე-11 კლასში ქართულ ენასა და ლიტერტურაში გაკვეთილი ლუკა ქუთათელაძემ და ავთანდილ ფაიქიძემ ჩაატარა. ასევე VIბ კლასის მოსწავლეებმა - ბარბარე ჯალაღანიამ და ლუკა ჩიქოვანმა მოირგეს მასწავლებლის როლი და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი წარმართეს.
მე-10ბ კლასის მოსწავლეებმა ჩვენი საქართველოს გაკვეთილები ჩაატარეს მე-6ა და მე-6ბ კლასში, ხოლო ისტორიის საინტერესო გაკვეთილი მე-8გ კლასში.
„მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა პირველ სკოლაში ყოველ წელს მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნება. ტრადიციად არის ქცეული მოსწავლეებმა მოირგონ მასწავლებლის როლი და წარმართონ გაკვეთილი ამა თუ იმ კლასის ამა თუ იმ საგანში. აქტივობას წინ უძღვის გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა, რესურსების შერჩევა. ვფიქრობთ ეს აქტივობა პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. მადლობას ვუხდით: თაზო ბუიშვილს, კრისტი ჩიხლაძეს, მათე ჩიხლაძეს, ნინი ბენიძეს, გიგი ჩოფლიანს და მარი კოვზირიძეს პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისათვის“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.