პედაგოგი ერთი დღით - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი აქტივობა
10-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 5 ოქტომბერს, მოსწავლეებმა, პედაგოგთა როლები მოირგეს და სხვადასხვა საგანში გაკვეთილებს უხელმძღვანელეს. მოსწავლეებმა სკოლის ხელმძღვანელების ფუნქციებიც გაინაწილეს. დირექტორის ფუნქციები ერთი დღით ქრისტინე უგრეხელიძემ შეითავს, სასწავლო ნაწილის როლში კი მარი ვაწაძე მოგვევლინა. მე-11 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაკვეთილი ლუკა ქუთათელაძემ და ავთანდილ ფაიქიძემ ჩაატარეს. დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა თანასკოლელებს ერთი დღით გაკვეთილები ჩაუტარეს. ისტორიისა და ქართულის საინტერესო გაკვეთილების შესახებ უკვე გიამბეთ, ასევე საინტერესო გაკვეთილები ბავშვებმა: რუსულში, ქიმიასა და ფიზიკაში ჩაატარეს.
უფროსკლასელებს არც სხვა მოსწავლეები ჩამორჩნენ . ამჯერად, მეოთხეკლასელებს პედაგოგის ამპლუაში VIIIა კლასის მოსწავლე მარიამ ჯიქია მოევლინათ.
„ჩვენს სკოლაში მასწავლებლის პროფესიული დღის აღნიშვნას საინტერესო ტრადიცია ახლავს. ერთი დღით საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მასწავლებლის როლში გვევლინებიან და ჩვენთან თანამშრომლობით გაკვეთილებს ატარებენ.
ჩემს პატარებს მასწავლებლის ამპლუაში VIIIა კლასის მოსწავლე მარიამ ჯიქია მოევლინა, რომელიც წლების წინ ასევე ჩემი მოსწავლე გახლდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მარიამმა შესანიშნავად გაართვა თავი ამ საპასუხისმგებლო მისიას“, - ვკითხულობთ პედაგოგის, თეა ჭუმბურიძის წერილში.