კლდეეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ღვაწლმოსილ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს
10-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგმა, ქეთევან გუნცაძემ, რომელიც სხვადასხვა პროექტების და საზოგადოებრივი ღონისძიებების დაგეგმვით გამოირჩევა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად იმ ღვაწლმოსილ პედაგოგებს ესტუმრა, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ მომავალი თაობების აღზრდას, სოფელ კლდეეთში.
მოსწავლეებმა პედაგოგებს ყვავილების თაიგულები მიართვეს და ამით გამოხატეს ის დიდი მადლიერება, რომლებსაც ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ.
ბავშვებმა პატივი მიაგეს და ასევე ყვავილები მიიტანეს სკოლის გარდაცვლილი, მათემატიკის პედაგოგის, ლალი ახრახაძის საფლავზე. ლალი ახრახაძე დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა კლდეეთის საჯარო სკოლაში და ძალიან დიდი დამსახურება აქვს ამ სოფლის ახალგაზრდების აღზრდაში.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.