გეჯეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
10-10-2022
დაკოპირებულია
-
+
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში უდიდესი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, მასწავლებლებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს, რითაც ძალიან გაახარეს.
აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: მარიამ ბესიაშვილი, თეონა მიქავა, კარინა ბუიანოვა და ჟანა მირცხულავა.
„დღე, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას რა სათუთი და საპასუხისმგებლოა იყო მასწავლებელი. საჯარო სკოლაში დილიდან ისმოდა მასწავლებლის ჰიმნის საოცარი დამატკბობელი ხმა, პატარები ეფერებოდნენ და ყვავილების თაიგულებით ანებივრებდნენ საყვარელ მასწავლებლებს. ,,მასწავლებელო", ,,მასწავლებელო , მასწავლებლობა გმირობას გითვლის ერი" ასეთი კომპოზიციით ულოცავდნენ მასწავლებლებს პროფესიულ დღეს. ღონისძიებაში ყველა კლასი იყო ჩართული და თითქოს ეცილებოდნენ ერთმანეთს თბილი სიტყვებით გამოეხატათ ის სიყვარული და მადლიერება ,რასაც ისინი განიცდიდნენ და გრძნობდნენ მასწავლებლების მიმართ„,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასწავლებლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ თარიღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. მისი საერთშორისო დღედ დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის.