აწყვიტის საჯარო სკოლის პედაგოგ ზეინაბ ივანიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
10-10-2022
დაკოპირებულია
-
+
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლას ეწვივნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე, მერის მოადგილე ლევან ბერიძე და საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ტრისტან მურადაშვილი.
სტუმრებმა პედაგოგებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს და ყურადღება გაამახვილეს მათ როლსა და შემოქმედებით დანიშნულებაზე ქვეყნის განვითარების საქმეში.
აქვე განსაკუთრებული პატივისცემა გამოიჩინეს ღვაწლმოსილი პედაგოგის, წარმატებულ მოღვაწეობაზე და რესურსცენტრის უფროსმა, ტრისტან მურადაშვილმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ზეინაბ ივანიძეს გადასცა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის სიგელი და სამკერდე ნიშანი; ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ გადასცა მადლობის სიგელი წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობისა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
პედაგოგებს ასევე მიულოცა მასწავლებლის დღე სკოლის დირექტორმა, ნოდარ ბერიძემ და ხაზგასმით აღნიშნა ზეინაბ ივანიძის დამსახურების შესახებ. შეხვედრის ბოლოს კი მოსწავლეებმა პატივისცემა და სიყვარული გამოხატეს პედაგოგების მიმართ და ზეიმით აღნიშნეს ეს მნიშვნელოვანი დღე.