სიახლეები
სიახლეები

პედაგოგები ერთი კვირის ხელფასს იღებენ, ერთი თვის მაგივრად? - სამართლებრივი განმარტება
11-10-2022
-
+


მასწავლებელთა ანაზღაურების გამოთვლის წესთან დაკავშირებით პედაგოგიურ საზოგადოებაში კითხვის ნიშნები კვლავაც არის. როგორც  პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, მასწავლებელთა ჯგუფებში შეიქმნა მოსაზრება, თითქოს მასწავლებელი იღებს ერთი კვირის ანაზღაურებას, ნაცვლად ერთი თვისა, რამაც პედაგოგთა ნაწილში გააჩინა კითხვები. 

მაია კობახიძე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ხმებისა და მოსაზრებების გამო, თავს ვალდებულად თვლის, ანაზღაურებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს, რომელსაც etaloni.ge - უცვლელად გთავაზობთ: 

საჯარო სკოლის პედაგოგის, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროში დასაქმებულის ნორმირებული კვირეული დატვირთვა განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში, რომლის მიხედვითაც ხდება ხელფასების გამოთვლა.

საქართველოს შრომის კოდექსით ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება კვირეული სათობრივი დატვირთვით და არა თვიური საათობრივი დატვირთვით. შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, (სამუშაო დროის ხანგრძლივობა) „ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს“, რაც შეესაბამება მასწავლებლის 18-საათიან კვირეულ დატვირთვას. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 126/ნ ბრძანების მე-11-ე მუხლის „2“ პუნქტის თანახმად: „სამუშაო საათების მიხედვით არსებობს მასწავლებლის 3 ტიპის სამუშაო დატვირთვა:

ა) ნაწილობრივი დატვირთვა - გულისხმობს 36სთ-ზე ნაკლებ სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაში შედის 18-ზე ნაკლები საგაკვეთილო საათი კვირაში:
ბ) სრული დატვირთვა - გულისხმობს 36 საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 18 საგაკვეთილო საათი კვირაში;
გ) სრულზე მეტი დატვირთვა გულისხმობს 40-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც შედის 19 ან მეტი საგაკვეთილო საათი კვირაში.“

საჯარო სკოლის პედაგოგის ხელფასის ოდენობა დგინდება მისი კვირეული დატვირთვის მიხედვით და იგი შეადგენს ერთი თვის ხელფასს. ზემოაღნიშნული ნორმა მასწავლებლისთვის აწესებს კვირეული დატვისთვის განსხვავებულ ოდენობას.

საჯარო სკოლის პედაგოგის სრული ხელფასის ცნება განმარტებულია „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობებისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N126/ნ ბრძანებაში. პედაგოგის შრომის სრული ანაზღაურება მოიცავს ორ ნაწილს, თანამდებობრივ სარგოსა და დანამატებს. მასწავლებლის საბაზო ხელფასი 405 ლარია.

თანამდებობრივი სარგო გამოითვლება საბაზო ხელფასიდან, განათლების, კვალიფიკაციისა და სტაჟის დადგენილი კოეფიციენტების მიხედვით.

ყველა სხვა პროფესიისგან განსხვავებით პედაგოგის შრომის ანაზღაურების დაანგარიშების სპეციფიკური სქემა, კანონის მოთხოვნებში გაუცნობიერებელ პირებს აძლევს არასწორი ინტერპრეტირების საშუალებას, მაშინ როდესაც, მასწავლებლის ერთი საგაკვეთილო საათი ტოლფასია სხვა დასაქმებულის ორი სამუშაო საათისა.

მაგალითისთვის, გამოვთვალოთ წამყვანი მასწავლებლის ხელფასი, რომელსაც აქვს 5-დან 10-წლამდე სტაჟი: 542,70 (თანამდებობრივი სარგო) + 1050 (სტატუსის დანამატი) = 1592,70. (ამას შესაძლოა დაემატოს განაკვეთს ზევით,  სადამრიგებლო და სხვა დანამატები). ეს დარიცხული და ხელზე ასაღები 1274,16 ლარი. თუ ეს ერთი კვირის ხელფასია მაშინ წამყვანი მასწავლებლის ხელფასი უნდა იყოს თვეში 6370,80 ლარი. მივესალმებით, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტის მდგომარეობის გათვალისწინებით, 6370,80 ლარი ხელფასი ვერ ექნება ბევრ მაღალი თანამდებობის პირსაც.

პროფკავშირი მაქსიმალისტები ვართ და არ ვკმაყოფილდებით, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ: 2015 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა მასწავლებლის სტატუსის დანამატები, რაც მანამდე შეადგენდა დარიცხულ 75 ლარს. დღეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის დანამატი 670 ლარია, წამყვანის -1050 ლარი და მენტორი მასწავლებლის-1350 ლარი. გვპირდებიან, რომ იანვრიდან გაიზრდება ხელფასები.

ვერ დაგეთანხმებით, რომ მასწავლებლის ხელფასი ერთი კვირის ხელფასია და არ გაუმჯობესებულა ბოლო წლების განმავლობაში. არ ვართ უმადურები, მაგრამ ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს საბაზო ხელფასი და ამის პარალელურად სტატუსის დანამატები. ამ მოთხოვნისთვის გაგვაჩნია მყარი არგუმენტები.

ნიჰილისტურად განწყობილ პირებს შევახსენებთ, რომ  სპმთპ-ის ინიციატივით, საბაზო ხელფასის ზრდა ორ ეტაპად განხორციელდა, 2015-2016 აკადემიურ წელს, ჯამში 33%-ით.

სპმთპ-ის ინიციატივით, 2013 წლის სექტემბრიდან განისაზღვრა სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი.
(ზეგანაკვეთური დანამატი, მათთვის, ვისაც კვირეულ 18 საათზე მეტი დატვირთვა აქვს). სრულზე მეტი დატვირთვისათვის - 19სთ-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით კვირეულ საგაკვეთილო საათზე.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება