მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა იმ ოჯახების დახმარება, ვისი სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 70 000 ათასს. ქვეპროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ კატეგორიას მიკუთვნებულ მოსწავლეებს გარკვეულ დაწესებულებებში სწავლის საფასურს სახელმწიფო აუნაზღაურებს:
„ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტირებული ოჯახებისათვის:
ა) 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სწავლების ღირებულების ანაზღაურება მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;
ბ) 18 წლამდე ასაკის მოსწავლეების სწავლების ღირებულების ანაზღაურება ხელოვნების სკოლებში, სკოლების მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;
გ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სწავლების ღირებულების ანაზღაურება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში, მათ მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქალაქო ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის, ასევე, უფასო სასადილოების მომსახურებით სარგებლობის პლასტიკური ბარათების შესყიდვა, ინიციალიზაცია, ბენეფიციარებისათვის პლასტიკური ბარათების გაცემის სერვისცენტრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალების შესყიდვა, სერვისცენტრის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება და სხვა ღონისძიებები“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე