მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის Vბ და VIბ კლასების მოსწავლეებს საინტერსო გასვლითი ტურები ჩაუტარდათ.
ისინი, ისტ-ის მასწავლებელ თამარ კაკაჩიასთან ერთად, კოლეჯ „ცხუმ-ეგრისს" ესტუმრნენ. კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს, თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებზე მინი ლექციას მოუსმინეს. მოსწავლეებმა დასხვეს შეკითხვები, რომელთაც პასუხი აიტი სპეციალიტმა გასცა.
შემდეგ მათ ტექნოპარკში გადაინაცვლეს და იქ გამოფენილი თანამედროვე ტექნიკა დაათვალიერეს. მოსწავლეებს რობოტები და 3დ პრინტერი ძალიან მოეწონათ.
ბოლოს, კი ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის კომპიუტერული კლასი მონახულეს. გაეცნენ სკოლის ისტ-ის მასწავლებელს, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დაეხმაროს.
აღნიშნულმა ვიზიტებმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა. მიზანი კი ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა