მაწყვალთის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგ როინ ნაკაიძეს მენტორის სტატუსი მიენიჭა
11-10-2022
დაკოპირებულია
-
+
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.
დირექციასა და თითოეულ პედაგოგს კოლეგების წარმატება ახარებთ. სკოლაში ამჯერად, მათემატიკის მასწავლებლის, როინ ნაკაიძის კარიერულ წინსვლას ზეიმობენ.
როინ ნაკაიძეს განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის განათლების მინისტრის პირველი მოადგილის სპეციალური ბრძანებით მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ღირსეული პედაგოგი მენტორის სტატუსზე სწორედ სასკოლო საზოგადოებამ წარადგინა და მათთვის მისი წარმატება მეტად სასიხარულოა.
„ჩვენი სკოლის კიდევ ერთი წარმატება... ეს შეტყობინება მივიღეთ: „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის ბრძანებით სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელს, როინ ნაკაიძეს მიენიჭოს მენტორი მასწავლებლის სტატუსი“.
ჩვენმა სკოლამ წარადგინა, მართლაც, ღირსეული მასწავლებელი მენტორის სტატუსზე. როინ ნაკაიძე, შენ ამას იმსახურებ შენი უდიდესი პასუხისმგებლობის, ერთგულების, შრომისმოყვარეობის, კოლეგებისადმი მხარდაჭერის, ბავშვების დიდი სიყვარულის გამო. სამაგალითო და მისაბაძი ადამიანი ხარ... ძალიან გვიხარია თითოეული შენი წარმატება, ეს ხომ ჩვენი სკოლის წარმატებაცაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.