სიახლეები
სიახლეები

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინვესტიცია „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“  პროექტში
11-10-2022
-
+


2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტიდან ჯილდოს მფლობელი გასულ კვირას დასახელდა და მისი მფლობელი როლანდ თავაძე გახდა.   ახალგაზრდა პედაგოგი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელია. გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით,  კამპანიის გენერალური სპონსორისგან  - „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი უკვე მეექვსე წელია აქტიურად უჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს და ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც სურვილი გამოთქვა  კონკურსის პარტნიორი გამხდარიყო და საკუთარი წვლილი შეეტანა მასწავლებლის როლის პოპულარიზაციაში. ფონდის დაარსების დღიდან იგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ძირითადი სპონსორი და დამფინანსებელია. 6 წლის განმავლობაში გპფ-ს მიერ გამოყოფილმა ფინანსურმა ინვესტიციამ გადააჭარბა 650 000 ათას ლარს, საიდანაც 80 000-ზე მეტი ლარი პროექტის გამარჯვებულთა საპრიზო ფონდს წარმოადგენს.
„გვიხარია, რომ პროექტის გამარჯვებული წელსაც განსხვავებული, საკუთარ საქმეზე შეყვარებული პედაგოგი გახდა. სწორედ ისეთი ადამიანი, რომლიც თავის მხრივ მისაბაძია სხვა პედაგოგებისთვისაც. გვახარებს ისიც, რომ ყოველ წლიურად იზრდება მონაწილე მასწავლებლების რაოდენობა, წელსაც საინტერესო და გამორჩეული ათეული ჰყავდა კონკურსს.

თითოეული მათგანი გმირია თავის საქმეში და დღეიდან სხვა პედაგოგებსაც გაუზიარებენ ამ ცოდნასა და გამოცდილებას. 
ჩვენთვის კონკურსი ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელსაც მხარი დავუჭირეთ და კონკურსისთვისაც ერთ-ერთი პირველი სპონსორი ვიყავით იმ დროს. თუმცა დროის ამ მოკლე მონაკვეთმა გვაჩვენა, რომ ჩადებული ინვესტიცია განათლებაში რთული, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სწორი გზაა წარმატებული ქვეყნის მშენებლობისთვის. დღეს უკვე იკვეთება ის კონტურები თუ რა წარმატებული შედეგები მოაქვს ჩვენს ფინანსურ თუ ადამიანურ ინვესტიციას. ჯილდოსა და სხვა პროექტების მხარდაჭერით ვხედავთ იმ შედეგს, თუ როგორი პოპულარული ხდება მასწავლებლის პროფესია, რა სიახლეებს ნერგავენ ისინი სკოლებში, ახალგაზრდებში როგორ იცვლება დამოკიდებულება მომავალი პროფესიის მიმართ, რა კადრი შედის შემდეგ უნივერსიტეტიდან საკლასო ოთახში და საერთო ჯამში როგორ ტრანსფორმირდება პედაგოგის როლიც და საქმიანობაც.   ეს სწორედ ის ტრანსფორმაცია და ცვლილებაა, რაც ქვეყანას სრულიად ახალ პედაგოგს მისცემს, იმ უალტერნატივო რესურსს, რომელმაც განათლებული და მოაზროვნე მომავალი უნდა აღზარდოს.“ - აღნიშნავს გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი.

წლევანდელი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათი ფინალისტიდან ჟიურიმ 5 მონაწილე შეარჩია, რომლებსაც ფონდმა და  პროექტის პარტნიორებმა სხვადასხვა პრიზები  გადასცეს. წლევანდელი ფინალისტები გახდნენ:

მიხეილ ლაბარტყავა - დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის ,,შავნაბადა” ქიმიის მასწავლებელი;
ნანა მგალობლიშვილი - ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
როლანდ შავაძე - როლანდ შავაძე - ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;
სოფიო ძიგრაშვილი - ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;
ირა ძირკვაძე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

კონკურსის შესახებ:

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

გპფ პროექტის გენერალური სპონსორია 2017 წლიდან. ასევე პროექტის მხარდამჭერები არიან: ოქროს სპონსორი ლიბერთი ბანკი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.

ფონდის შესახებ

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 2017 წელს ქალბატონ ინა გუდავაძის ინიციატივით შეიქმნა და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. იგი მიზნად ისახავს განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. საკუთარი საქმიანობითა და განათლების სექტორში ინვესტირებით "გპფ“ მოწოდებულია, შეიქმნას საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მოდელი ეროვნული განათლების სისტემის მხარდასაჭერად. ბოლო 4 წლის განმავლობაში ფონდის მიერ დაფინანსდა 25-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი. "გპფ-ს“ ფინანსური ინვესტიცია განათლების სექტორში თითქმის 3.5 მლნ. ლარს შეადგენს.

ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების თანადამფინანსებლები და პარტნიორები არიან ისეთი ორგანიზაციები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, საქართველოს გაეროს ბავშვთა ფონდი, USAID, UNDP, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი, Konrad Adenauer Stiftung, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, Public Institution Educational Debate Centre in Lithuania, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გორის, ზუგდიდის, თელავის, ახალციხის, სოხუმის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები და სხვა ორგანიზაციები.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

მასწავლებლების საყურადღებოდ - ბოლო საგნის გამოცდის ტესტები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება