სიახლეები
სიახლეები

სკოლებს ანგარიშის ელექტრონული პლატფორმა წარედგინათ
12-10-2022
-
+


გორსა და ხაშურში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის“ – ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გამართეს, რომლებსაც შიდა ქართლის სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ესწრებოდნენ. 
 
შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის ხელმძღვანელთან ეკა ჯელაძესთან ერთად საცდელი ტესტირების შედეგები კიდევ ერთხელ განიხილეს, აგრეთვე მიიღეს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ელექტრონულ პლატფორმასთან და მის სპეციფიკასთან დაკავშირებით. მსგავსი სამუშაო შეხვედრები უკვე შედგა  აჭარაში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთში, გურიაში, იმერეთსა და  კახეთში. მომდევნო კვირას სამუშაო შეხვედრა დაგეგმილია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში.
 
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოცდის მიზნით პროექტის ფარგლებში ბოლო ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება მაისში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტი საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 5000-იდან 7000-ამდე მოსწავლემ შეასრულა. მოსწავლეებმა და მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა და დირექტორებმა, დიაგნოსტიკური შეფასების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მიიღეს. ელექტრონული სისტემისა და, კერძოდ, ანგარიშის მოდულის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრები პროექტში ჩართული სხვა სკოლებისთვისაც გაიმართება.
 
პროექტის შესახებ: პროექტზე – „შეფასება განვითარებისათვის“ – მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება), ასევე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). ელექტრონული პლატფორმის სისტემურ ადმინისტრირებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეულ კლასებში, ასევე მთელ სკოლაში. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება