მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა.
მოსწავლეებმა პედაგოგებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს. მოსწავლეები პედაგოგების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. მათ შორის ლექსები წაიკითხეს, ასევე ისაუბრეს, ამ დღის დაარსებაზე, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებელთა ღვაწლსა და ამაგზე.
აღსანიშნავია, რომ მშვიდობაურის საჯარო სკოლის პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, რაც ნამდვილად დასაფასებელია.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„მადლობა ყოველი უძილო ღამისთვის და უპირობო მარადიული სიყვარულისთვის“