სიახლეები
სკოლები

თხინვალის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღეს საინტერესო ღონისძიება მიუძღვნეს
12-10-2022
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს. 

მეათეკლასელებმა, დამრიგებლის, სოფიო ცერცვაძის ხელმძღვანელობით, პედაგოგთა პროფესიულ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს. 

მოსწავლეებმა შექმნეს კედლის ინგლისურენოვანი გაზეთი, გააკეთეს ფოტოკოლაჟი, თამაშში გამოიწვიეს სკოლის დირექტორი. მეათეკლასელებმა ასევე ისაუბრეს, ამ დღის დაარსებაზე, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში მასწავლებელთა ღვაწლსა და ამაგზე. ბოლოს, კი პატივი მიაგეს პირველი მასწავლებლის ხსოვნას.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ უდიდეს წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საქმეში დებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება