სიახლეები
სკოლები

სენაკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
12-10-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პედაგოგების - სოფო შეროზიას და ხათუნა ქირიას დამსახურებით ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

პირველკლასელებს პედაგოგებმა ქართული ასოების სწავლა ნამდვილ დღესასწაულად უქციეს.

I კლასში მასწავლებლის სოფო შეროზიას ხელმძღვანელობით გაკვეთილი სასიამოვნო სიურპრიზებით დაიწყო, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეებმა შეაბიჯეს ზღაპრულ სამყაროში, სადაც მეგზურობას უწევს უნიჭიერესი სოფო მასწავლებელი.

„ბავშვები აღტაცებულები, ანთებული თვალებით და დიდი სიყვარულით გადმოგვცემდნენ ინფორმაციას დიდ იაკობზე და ახასიათებდნენ გაზაფხულის მახარობელ ულამაზეს ყვავილს იას. ვულოცავთ მოსწავლეებს და მასწავლებელს ამ ამაღელებულ დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს“, - ამბობენ სკოლაში.

ხათუნა ქირიამ კი I კლასში ანბანის სწავლა ღია გაკვეთილით დაიწყო, რომელსაც წამძღვარებული შემდეგი სიტყვები ჰქონდა: „ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი, მეორედ მაშინ იბადება როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ ხელში პირველად აიღებს. აიღებს გადაშლის და თითქოს ისევ დაიბადაო, ამ სამზეოს სულ სხვაგვარად დაინახავს“. 

ღია გაკვეთილმა მოსწავლეებს ამაღლებული განწყობა შეუქმნა და მოსწავლეთა გაცისკროვნებული თვალები საზეიმო გარემოს ქმნიდა.

გაკვეთილს დირექციის წარმომადგენლები დირექტორი დემნა ჭანტურია და მისი მოადგილე თეა ფუტკარაია ესწრებოდნენ. გაკვეთილის სტუმრებმა მოსწავლეებს ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

ფსიქოლოგები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას, რომელიც ბავშვებს დაეხმარება იმპულსების კონტროლში

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

პედაგოგები მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაჯილდოვდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება