TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის VIII კლასში, გენდერული თანასწორობის შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში, კლასის საათი გაიმართა
12-10-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერებისა და გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტშია ჩართული. 

მას სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIR) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში განსაკუთრებული აქტიურობითა და დაინტერესებით გამოირჩევა.

მიმდინარე პროექტის ფარგლებში VIII კლასში კლასის საათი თემაზე - „გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვენს საზოგადოებაში“, ჩატარდა. მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარეს. გამართეს დისკუსია და დაასკვნეს, რომ ყველას, ქალსა თუ მამაკაცს, უფლება აქვს, იცხოვროს ღირსეულად, არ უნდა არსებობდეს გენდერული როლები, გადაწყვეტილებას ოჯახში ყველა წევრი ერთად უნდა იღებდეს.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ ერთი გაკვეთილი კონკრეტული გენდერული პრობლემებისთვის მიეძღვნათ. კლასის საათის იდეური გაგრძელება იყო VIII კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომლის თემაც იყო - „გენდერული მიკუთვნებულობა ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობაში "დადიანის ასული და მათხოვარი."

გაკვეთილს მონიტორინგის მიზნით პროექტის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელმაც წარმოდგენილი აქტივობები დადებითად შეაფასა და შემდგომი წარმატებები უსურვა მასწავლებელს, მოსწავლეებსა და პროექტს, რომელიც XXI საუკუნის ღირებულებებზეა ორიენტირებული.

„მოსწავლეებმა ტექსტის შესავალშივე გამოკვეთეს გენდერული მიკუთვნებულობის პრობლემა, ისაუბრეს დღეისათვის საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებზე, თამამად გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, იმსჯელეს არგუმენტისებულად, გამოკვეთეს ნაწარმოების იდეა, რომ „ადამიანის არც გაცვლა შეიძლება, არც დაფასება, არც გამრავლება, არც გამოკლება. იგი უფასოა, იგი ერთია, მუდამ ერთი... ადამიანი მუდამ ადამიანია - არც მეტი და არც ნაკლები!"
ბოლოს შეავსეს სქემა, ჩამოწერეს ადამიანის დადებითი და უარყოფითი თვისებები, დაასკვნეს, რომ ადამიანი თავისი ცხოვრებით ზნეობრივ სრულყოფას უნდა ესწრაფოდეს, ანუ „ვითა მამა ზეცისა", იყოს სრული, რადგან ცით მონაბერ სულს გაფრთხილება სჭირდება, სოციალური და გენდერული ნიშნით დაყოფა კი გაუმართლებელია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება