მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობის მაძიებლები, გამოცდის ჩაბარებისა და აკადემიური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, უფროსის სტატუსს იღებენ და ეს სიახლე ნამდვილად არ გახლავთ; თუმცა etaloni.ge-ს რამდენიმე დაინტერესებულმა ადამიანმა მომართა კითხვით - აქვს თუ არა უფლება, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ, პრაქტიკული კურსი ვადაზე ადრე დაასრულოს და შესაბამისი სტატუსიც უფრო მალე მიიღოს ვიდრე ეს ხელშეკრულების ვადებითაა გათვალისწინებული.
როგორც გავარკვიეთ, თუ მაძიებელი პედაგოგი, პრაქტიკულ კურსს ვადაზე ადრე დაასრულებს, ნამდვილად შეუძლია ვადის შემცირება და სკოლაც წარადგენს სტატუსის ცვლილებაზე თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი - ამ შემცირებულ ვადაში ყველა ის აქტივობა იქნება გათვალისწინებული, რომელიც გრაფიკის მიხედვით უნდა შესრულებულიყო.
ასე რომ, თუ მაგალითად ორწლიანი ვადა აირჩიეთ და გსურთ სტატუსი უფრო ადრე შეგეცვალოთ, ამ პერიოდში სწორედ 2 წლით გათვალისწინებული აქტივობები უნდა განახორციელოთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„მასწავლებელია საზომი, რა დონის განათლება გვექნება სკოლებში“
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა წერილები მიწერეს დედამიწას, სადაც გულწრფელად და ემოციურად გამოხატეს თავიანთი წუხილი პლანეტის მდგომარეობაზე
ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმსჯელეს, რა აბინძურებს დედამიწას და რა ევალება თითოეულ ადამიანს მის გადასარჩენად