მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ააიპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა (ბაღები და ბაგა-ბაღები ) გაერთიანება”, რომელიც აერთიანებს 24 საბავშვო და ბაგა-ბაღს, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1600 ბავშვი.
„მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების ხარჯს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე განხორციელდება არსებული ბაღების რეაბილიტაცია. სკოლამდელი გაერთიანება მოწოდებულია და მიზნად ისახავს, მოამზადოს ბავშვი ფიზიკურად, ჩამოაყალიბოს მორალურად და ინტელექტუალურად. ბაღების გაერთიანება აქტიურად მუშაობს თემატური პროექტების, სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებების ჩატარების ხარისხზე, ამასთან, ხელს უწყობს შშმ ბავშვთა ჩართულობას სასწავლო პროცესში, რაც თავის მხრივ შეამცირებს სოციალურ დახმარებაზე სახელმწიფოს მიერ გაწეულ ხარჯებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
4-დღიანი დასვენება სკოლებისა და ბაღებისთვის - მომდევნო კვირის უქმეები შრომის კოდექსითაა განსაზღვრული
„უნდა გიყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, კარგად სწავლობს თუ ცუდად“...
„დამრიგებლებად დავამატებდი მათ, ვისაც საათობრივი დატვირთვა არ ექნება და მშობელთან ერთდ დაგეგმავს მოსწავლის დღეს“ - თეონა ადეიშვილი, ვანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი