სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ პირველ კლასებში საანბანო პერიოდის დაწყებას დაუვიწყარი გაკვეთილები მიეძღვნა
13-10-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ პირველ კლასებში „ანბანის შემობრძანება“ იზეიმეს. პედაგოგებმა - მარინა ჭულუხაძემ და შორენა მუმლაძემ საკუთარ პირველკლასელებს კრეატიული და დასამახსოვრებელი გაკვეთილები ჩაუტარეს.

I და I კლასებში მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა საზეიმოდ დაიწყეს. პედაგოგების მიერ შეთავაზებულმა სახალისო და შემეცნებითმა აქტივობებმა ბავშვებს წერა-კითხვის სწავლის სურვილი უფრო მეტად გაუღვივა და მათ სასკოლო მეხსიერებაში ქართული ასოების გაცნობა დაუვიწყარ მოგონებად დარჩა.

კერძო სკოლა „ანაბასისის“ დირექცია და პედაგოგები პირველკლასელებს ამ მნიშვნელოვან დღეს ულოცავენ.

„ქართული ენა სწავლების ენაა, ყველა დანარჩენი საგნის შესწავლის საშუალებაა. პიროვნების საერთო კულტურა, საკომუნიკაციო და პროფესიული უნარ-ჩვევები სწორედ მშობლიური ენის საფუძველზე ყალიბდება. ის ქმნის იმ ძირითად ბაზისს, რომელსაც ეფუძნება ადამიანის თავისუფალი განვითარების მთელი შემდგომი პროცესი. სწორედ ამის გათვალისწინებით  მტკიცე საფუძველი უნდა ჩაეყაროს წერა-კითხვის შესწავლას სათავეში, პირველ კლასში. სკოლა „ანაბასისში“ პირველი ხნული უკვე გავლებულია. ანბანი უკვე შემობრძანდა ჩვენ პატარებთან და მათ სულსა და გულს დაეპატრონა. გამორჩეული და საინტერესო გაკვეთილები შემოგვთავაზეს ჩვენმა კრეატიულმა პედაგოგებმა - მარინა ჭულუხაძემ და შორენა მუმლაძემ.

I კლასში წიგნიდან ამოსული იების სურნელით დავტკბით. საამო სურნელი აქვს ბუჩქის ძირას, ტყეში თუ ბაღში ამოსული იას. „ანაბასისის“ პირველკლასელებმა კი, დედა ენიდან ამოსული იების სურნელი იგრძნეს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. მარინა მასწავლებელმა, დედაენა გადაშალა... ოი, საოცრება იქედან ლამაზმა იებმა თავმომწონედ ამოყვეს თავი და ყველა ბავშვის სულსა და გულში დაიდეს ბინა. სახალისო და საინტერესო აქტივობებმა დაუვიწყარი გახადა ამ ორი ჯადოსნური ასო ბგერის გაცნობა მოსწავლეებისათვის. შეთავაზებული მასალით სწორად და ლამაზად შექმნეს აპლიკაციით „ი“ და „ა“. მათ უკვე აქვთ შესაბამისი მზაობა ღირსეულად შეეჭიდონ ამ დიდ საქმეს , რასაც წერა - კითხვის სწავლა ჰქვია. მხოლოდ 2 კვირაა რაც სკოლის კარი შემოაღეს და უკვე თავს გვაწონებდნენ შეძენილი ცოდნით. სიტყვის დამარცვლა, ხმოვანის, თანხმოვანის ამოცნობა, გრაფიკულად გამოსახვა... წინარე ცოდნა საშუალებას აძლევს ჩვენს პირველკლასელებს მტკიცედ დაადგნენ გზას ცოდნის ტაძრისაკენ, თავიანთ აქტიურ, შემოქმედ მასწავლებელთან ერთად.

I კლასში კი „ძვირფასი სტუმრის“ ნახვით ძალიან ვისიამოვნეთ. კოსტუმში კოხტად გამოწყობილი, ცილინდრითა და ხელჯოხით დამშვენებული „იაკობ გოგებაშვილი“ ესტუმრათ პირველკლასელებს. მათი თანაკლასელი სანდრო როლს მშვენივრად მოერგო და მეგობრებთან ერთად შთამბეჭდავად წარმოადგინა ის სცენა, რომელმაც გადმოცემის თანახმად განსაზღვრა დიდი შემოქმედის არჩევანი, დედა ენა სწორედ ამ ორი ჯადოსნური ასო ბგერით დაეწყო. შორენა მასწავლებლისაგან საჩუქრად მიღებული ლამაზი მავთულობით სწორად და გულმოდგინედ შემოხაზეს „ი“ და „ა“. მანამდე კი გვიამბეს ქართული დამწერლობის საინტერესო ისტორია. მეფე ფარნავაზის ღვაწლიც არ დავიწყებიათ და ლეგენდაც ქართული ანბანის შექმნის შესახებ. ლექსებით, გამონათქვამებით მოეფერნენ ქართულ ენას. შორენა მასწავლებლის მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა და მიზნობრივად გამოყენებულმა სასწავლო რესურსებმა კარგად წარმოაჩინა ჩვენი მოსწავლეების მზაობა ქართული ანბანის შესასწავლად. წარმატებები მათ ამ დიდ საქმეში! შორენა და თეა მასწავლებელი იქნებიან მეგზურები რომლებიც დაეხმარებათ მშობლიურ ენაზე წერა -კითხვის სათანადოდ შესწავლაში.

ჩვენი პატარები გულმოდგინედ შეუდგნენ ანბანის შესწავლას და თავიანთი სურვილები „გაგვიმხილეს“ კარგად უნდა ვისწავლოთ მშობლიური ენა, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ და ქვეყანას უნდა გამოვადგეთო! მიზნების ასრულება მათ!“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბაღის პერსონალის მართვის მეთოდოლოგიის დოკუმენტში გაწერილია სკოლამდელი დაწესებულების დირექტორისა და სხვა პერსონალის საკვალიფიკაციო მოთხოვნები

NAEC-მა გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა - დეტალები

ინფორმაცია სტუდენტებისთვის - მობილობის ბოლო დღე 7 თებერვალია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 10 დღეს გაგრძელდება - დასვენების დღეების განრიგი ცნობილია

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სკოლაში საპატიო სტუმრებს სიხარულით დახვდნენ

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - ლელა ზატუაშვილმა მათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტები წააკითხა

საინტერესო

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

სიახლეები
საზოგადოება