მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
4 ნოემბერს, 18:00 საათზე “საბა” გიწვევთ “მზიურის” კაფეში, ხმოვანი წიგნების პირველი ქართული აპლიკაციის პრეზენტაციაზე.
ამ პროექტზე მუშაობა გაზაფხულზე დაიწყო. აპლიკაციაში “SABA Reader” დაემატა ხმოვანი წიგნების ფუნქციონალი და ადაპტირდა უსინათლო ადამიანებზე, რაც ნიშნავს, რომ ისინი ხმოვანი წიგნის მოსმენას დამოუკიდებლად, სხვისი დახმარების გარეშე შეძლებენ.
4 ნოემბრიდან saba.com.ge-ზე ხელმისაწვდომი იქნება 300-მდე ხმოვანი წიგნი – ქართული და უცხოური ლიტერატურა. ეს არის ტექნოლოგიურად დახვეწილი ხმოვანი წიგნები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.
ხმოვანი წიგნების მოსმენა შესაძლებელია Android და iOS მოწყობილობებში, ინტერნეტის გარეშე.
უსინათლო მკითხველები ხმოვან წიგნებს საჩუქრად მიიღებენ.
პროექტი „ხმოვანი წიგნები“ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.