TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

სტუდენტების სწავლა 800-დან 1200 ლარამდე დაფინანსდება - დეტალები
15-10-2022
-
+


რუსთავის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, სადაც გაწერილია სტუდენტტტა დაფინანსების პროგრამაც.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „პროგრამის განხორციელებით უზრუნველყოფილი იქნება ქალაქ რუსთავში მცხოვრები და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე იმ სტუდენტების (ბაკალავრი/ მაგისტრი/დოქტორანტი) მიმდინარე სასწავლო წლის სწავლის საფასურის სრული ან ნაწილობრივი დაფარვა, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ); თუ სტუდენტი-ბაკალავრი ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს დოკუმენტს (სკოლის ატესტატს ან ცნობას შესაბამისი სასწავლო დაწესებულებიდან), რომლითაც დადასტურდება, რომ დამამთავრებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდა ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაძლოა მიეცეს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა. გამონაკლის წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.  ა) ბაკალავრების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესაბამისად, კერძოდ 81-დან 90 ქულამდე შეფასების მქონეს არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით, 90-დან 95-მდე ქულის მქონე სტდენტებს არაუმეტეს 1000 ლარით და 95-დან 100 ქულის ჩათვლით 1200 ლარით,  ბ) მაგისტრანტების დაფინანსება ხორციელდება მაგისტრის აკადემიური მოსწრების შესაბამისად:

 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონე მაგისტრანტი დაფინანსდეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში);

 გ) დოქტორანტების დაფინანსება ხორციელდება დოქტორანტების აკადემიური მოსწრების შესაბამისად:

 85 ქულიდან 100 ქულამდე შეფასების მქონე დოქტორანტი დაფინანსდეს არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (ერთი სასწავლო წლის განმავლობაში); გამონაკლის წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა.  სტუდენტს უფინანსდება სწავლის გადასახადი, წელიწადში არაუმეტეს სტუდენტებისთვის განსაზღვრული დასაფინანსებელი თანხის ოდენობისა“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება