სიახლეები
სკოლები

კალის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარინა მარგველანმა ადამიანის უფლებებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნა
17-10-2022
-
+


მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს საინტერესო ღონისძიებებს უძღვნიან.

ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლემ, მარინა მარგველანმა 11 ოქტომბერს პრეზენტაცია თემაზე - „ადამიანის უფლებების დაცვის დეკლარაციის მოკლე პრეისტორია“ გამართა. პრეზენტაციას სასკოლო საზოგადოება - მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ.

ისტორიის პედაგოგმა, ალექს ბლიაძემ საკითხის ირგვლივ საინტერესოდ ისაუბრა და თემის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. პედაგოგმა, ასევე, დადებითად შეაფასა მოსწავლის პრეზენტაცია:

„ადამიანის უფლებების შესახებ საუბრები ხშირად ისმის სხვადასხვა დონეზე. იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ შემეხსენებინა მის შესახებ, მარინა მარგველანს - ჩვენი სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს მოვამზადებინე პრეზენტაცია თემაზე - „ადამიანის უფლებები ისტორიის დროთა მსვლელობის მანძილზე“. მოხარული ვარ, რომ გოგონამ დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი.

გამართული მეტყველებით, პროექტორით კადრების მოშველიებით და ტექსტის სწორი ინტერპრეტაციით წარმოგვიდგინა „ადამიანის უფლებების“ უმთავრესი დეკლარაციები უძველესი დროიდან დღემდე. მოგვითხრო უმთავრესი, რაც უნდა გვახსოვდეს:

„კონგრესის მიერ 1776 წლის 4 ივლისს მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების ე.წ. „დამოუკიდებლობის დეკლარაცია“ აღიარებულია, როგორც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ერთ-ერთი უმთავრესი დოკუმენტი: „ადამიანები თანასწორები არიან, რადგან ყველას ერთნაირად გვაქვს მონიჭებული გარკვეული ხელშეუვალი ისეთი უფლებები, როგორებიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ ლტოლვა; რომ ამ უფლებათა გასატარებლად იქმნება მთავრობები, რომლებიც კანონით მინიჭებულ ძალაუფლებას იღებენ იმათი თანხმობით, ვისაც ისინი განაგებენ; ხოლო თუ რაიმე ფორმით შელახავენ მათ უფლებებს, ხალხს ენიჭება უფლება შეცვალოს, ან გააუქმოს ის და შექმნას ახალი მთავრობა“, - ამბობს პედაგოგი.

უფროსკლასელმა, მარინა მარგველანმა ამ ჭეშმარიტების გასაცნობად მოიშველია ადამიანის უფლებათა დაცვისკენ ლტოლვის პრეისტორია.

ადამიანები გონებრივი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აყალიბებდნენ აზრს საკუთარი უფლებებისთვის. დროთა განმავლობაში დაიხვეწა, სრულყოფილი გახდა და უფლებებს „მოვალეობებიც“ დაემატა.

ლექტორის სიტყვების საილუსტრაციოდ კედელზე პროექტორით განათებულ შესაბამისი სურათებს იშველებდა.

არც ისე ხანგრძლივ, მაგრამ საინტერესო მოხსენებაში მარინა მარგველანმა დამსწრეთ შეახსენა:

„ადამიანის უფლებათა თანამედროვე მსოფლიო დეკლარაციას ბევრი საფუძველი აქვს, მაგრამ მაინც ადამიანის უფლებათა პირველ დეკლარაციად მიიჩნევა 1971 წელს გაეროს ყველა ოფიციალურ ენაზე თარგმნილი ჩვენს წ.აღ.-მდე 539 წელს თიხის ცილინდრზე ამოტვიფრული ე.წ. „დეკლარაცია“ სპარსეთის სამეფოს დამაარსებლის კიროს II „დიდისგან“და მაინც, ადამიანის უფლებების თანამედროვე დეკლარაციის ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი რამდენიმე დოკუმენტის სამშობლო ინგლისის სამეფოს რამდენიმე დოკუმენტია. მათ შორის ინგლისის სამეფოს თავისუფლების დიდი ქარტია (Magna Carta Libertatum). 1215 წელი და  1679 წელს ინგლისის პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი: ჰაბეას კორპუს აქტი, რომლის თანახმად სასამართლოს მიერ სასჯელად წამების გამოყენება აიკრძალა და პირის დაკავების ან დაპატიმრების კანონიერების საკითხის განხილვა სავალდებულო გახდა.

და კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე შემუშავებული, მიღებული და აღიარებული სხვადასხვა დეკლარაციები დაედო საფუძვლად თანამედროვე „ადამიანის უფლებების დეკლარაციას“, რომლითაც განსაზღვრულია ყოველი მოქალაქის როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და რომელთა ცოდნა ყოველი ჩვენთაგანისთვის სავალდებულოა.

და მომხსენებელმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რათა არ დაგვავიწყდეს რომ გვაქვს:

  • სიცოცხლის უფლება;
  • ადამიანის ღირსების და უსაფრთხოების დაცვა;
  • ჩვენი უფლებაა სიტყვის და გამოხატვის, რელიგიის და აღმსარებლობის თავისუფლება;
  • გვაქვს შეკრების და მანიფესტაციის უფლება;
  • ასევე გვაქვს წამების აკრძალვა;
  • უდანაშაულობის პრეზუმფცია;
  • უფლება სამართლიან სასამართლოზე;
  • გვაქვს საარჩევნო უფლებები;
  • კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა;
  • კერძო საკუთრების უფლება;
  • პირადი ცხოვრების უფლება;
  • უფლება კეთილდღეობაზე;
  • განათლების უფლება;
  • ჯანმრთელობის უფლება;
  • ღირსეულ პირობებში შრომის უფლება;
  • გაფიცვის უფლება;
  • საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის უფლება;
  • კულტურაზე წვდომის უფლება;
  • დასვენების და გართობის უფლება;
  • უფლება მშვიდობაზე;
  • ხალხთა თვითგამორკვევის უფლება;
  • უფლება მდგრად განვითარებაზე;
  • უსაფრთხო გარემოს ხელმისაწვდომობა;
  • უფლება დემოკრატიულ სახელმწიფოზე“, - აღნიშნა მარინა მარგველანმა საკუთარ მოხსენებაში.
უახლოეს მომავალში სკოლის დირექციის მხარდაჭერით მოსწავლეები და პედაგოგები ადამიანის უფლებების თემას კიდევ არაერთხელ მიუბრუნდებიან.

„ზოგადად შემუშავებულ ამობეჭდილ ტექსტს გასაცნობად ყველა დამსწრეს გადავცემთ, რადგან ეს თემა მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსწავლეების შემდეგომ გონებრივი განვითარებისთვის. ასე მიმაჩნია, როგორც მოქალაქეს და სკოლაში ისტორიისა და სამართლის მასწავლებელს“ - აღნიშნა პრეზენტაციის ბოლოს ალექსი ბლიაძემ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ იმართება

ცხრილების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია

18 სექტემბერს 8 სკოლის საკითხი განიხილება - დეტალები

მასწავლებლების მოტივირება, საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა და პრაქტიკის გაზიარება 

სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებელი - რეკომენდაციები

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

მშობლებმა დაათვალიერეს სკოლა, გაიცნეს თავიანთი პატარების მასწავლებლები

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება