სიახლეები
სიახლეები

„მაღალი კვალიფიკაციის მასწავლებლები ტოვებენ პროფესიას... მივცეთ მათ აკადემიური თავისუფლება“
17-10-2022
-
+


შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) და ევროპის განათლების პროფკავშირების კომიტეტის (ETUCE) მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, თემებზე: ფუნდამენტური შრომითი უფლებები ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობის მიზნები, ღირსეული შრომის პირობები, სოციალური დიალოგის და კოლექტიური მოლაპარაკებების განვითარების მექანიზმები.

კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წარმომადგენელი გოჩა ალექსანდრია, ევროპის განათლების პროფკავშირების კომიტეტის (ETUCE) პრეზიდენტი ლარი ფლანაგენი და ევროპის განათლების პროფკავშირების კომიტეტის (ETUCE) აღმასრულებელი დირექტორი სუზან ფლოკენი.

ევროპის განათლების პროფკავშირების კომეტეტის (ETUCE) პრეზიდენტმა ლარი ფლანაგენმა მონაწილეებს წარუდგინა ETUCE-ის პოლიტიკის დოკუმენტი, „მასწავლებლის პროფესიის სტატუსისა და მიმზიდველობის გაუმჯობესება“. ლარი ფლანაგენმა ამ მიმართულებით საჭიროებები განიხილა. პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციის შემდეგ, მან განაცხადა: „1979 წელს გავხდი მასწავლებელი და ახლა, რომ ვიყო ახალგაზრდა, ისევ ამ პროფესიას ავირჩევდი. მასწავლებლის პროფესიას მოქვს სიამოვნება, ჩვენ ვძერწავთ ბედს მომავალი თაობისა და შესაბამისად ქვეყნის. ვიცით გამოწვევები, პრობლემები და სირთულეები ჩვენი პროფესიის, მაგრამ ვზრუნავთ გავაუმჯობესოთ სხვისი ცხოვრება. მივცეთ მასწავლებლებს აკადემიური თავისუფლება, რომ მისცენ განათლება ბავშვებს და ასწავლონ მათ გუნდური მუშაობა, რაც საკვანძო საკითხია. ფურცელზე მუშაობა აღიზიანებს მასწავლებლებს და არა საკლასო ოთახში მოსწავლეებთან მუშაობა. მასწავლებლის ღირსეული ანაზღაურება არის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება. შევუწყოთ ხელი ახალგაზრდებს. თუ მუშაობის დაწყებიდან 5 წელიწადში ახალგაზრდა მასწავლებელი გადის პროფესიიდან, მაშინ რაღაც არასწორად არის სისტემაში. ჩვენ, პროფკავშირებმა მხარი უნდა დავუჭიროთ ახალგაზრდა კადრების სისტემაში შემოსვლას“...

ევროპის განათლების პროფკავშირების დირექტორმა სუზან ფლოკენმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო „მრავალჯერადი კრიზისების გავლენა სოციალურ დიალოგზე განათლების სფეროში“. მან აღნიშნა, რომ კრიზისების დროს განათლება არის გასაღები და გადაწყვეტილებების მიმღებების ვალდებულებები განმარტა: სისტემური დამოკიდებულება განათლების რეფორმებისადმი; პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების მუდმივი განახლება; მასწავლებელთა აკადემიური თავისუფლება; განათლების პროფკავშირებთან სოციალური დიალოგის და კოლექტიური მოლაპარაკებების სრულყოფა.

ევროპის განათლების პროფკავშირების კომიტეტის (ETUCE) აღმასრულებელმა დირექტორმა სუზენ ფლოკენმა ისაუბრა პანდემიით გამოწვეულ მასწავლებელთა ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასა და სტრესზე, კოვიდ-ინფექციით გამოწვეულ მასწავლებელთა სხვადასხვა დაავადებების გააქტიურებაზე. გამომდინარე აქედან, პროფკავშირებს ორი ვალდებულება აქვს: მასწავლებლის უფლებების დაცვა და ზრუნვა განათლების ხარისხის ამაღლებისათვის. ამ ორი პრიორიტეტის გათვალისწინებით, პროფკავშირმა მეტი ძალისხმევით უნდა წარადგინოს ხელისუფლებასთან პროფესიონალურად მომზადებული წინადადებები. სუზან ფლოკენმა დაასახელა ქვეყნები, კოსოვო, ლატვია, ნორვეგია, საბერძნეთი, სადაც მასწავლებლები პროტესტს გამოთქვამენ განათლების დაფინანსების შემცირების გამო. მაღალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებლები ტოვებენ პროფესიას, ბევრ შემთხვევაში ქვეყანას, უკეთესი ანაზღაურების მოსაძებნად.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

სადღესასწაულო სუფრის ირგვლივ მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღდგომის დღესასწაულის არსი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება