სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„პედაგოგს, რომელიც მხოლოდ გამოცდისთვის მუშაობს, გაკვეთილისთვის აღარ სცალია“ - სამტრედიის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ონიანი
18-10-2022
-
+


სამტრედიის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ონიანი სასკოლო განათლების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელმძღვანელოებს მიიჩნევს. მისი თქმით, სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც სტანდარტშია გათვალისწინებული, ამასთან პრობლემაა, მცირე საათობრივი დატვირთვა და მასალის რაოდენობაც. 

დირექტორმა ყურადღება გაამახვილა, მასწავლებელთა პროფესიული უნარების გამოცდაზეც და აღნიშნა, „გამოცდა სულაც არ არის გადამწყვეტი და ცოტა აბსურდამდეც მივყავართ. პედაგოგს, კი რომელიც მხოლოდ გამოცდისთვის მუშაობს, გაკვეთილისთვის აღარ სცალია“. 

როგორ დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა, რითი ამაყობს და როგორ უყურებს განათლების სიტემაში მიმდინარე ცვლილებს, დირექტორის სტანდარტს, გამოცდებს... - გაეცანით, სამტრედიის N12 საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო ონიანის საინტერესო შეხედულებებს:

- სწავლის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა ჩემს სკოლაში, ქიმიის პედაგოგად. რადგან მშობლიური სკოლა იყო და დირექტორიც მიცნობდა, მენდო როგორც მასწავლებელსაც, რადგან კარგი მოსწავლე ვიყავი და სჯეროდა, მის იმედებს როგორც პედაგოგი ისეც გავამართლებდი. მუშაობა 1994 წელს დავიწყე და მას შემდგომ სკოლაში ვარ. 2017 წლიდან კი უკვე სკოლის დირექტორის პოზიციიდან განვაგრძობ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობას.  

- დირექტორის სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლას აპირებთ?

- დიახ, დარეგიტირებულიც ვიყავი 2 წლის წინ, თუმცა როგორც მოგეხსენებათ შემდგომ გადაიდო ეს გამოცდა და ახალა როგორც ბევრი, მეც ველოდები ამ მხრივ სიახლეებს.

- ახლახანს გამოქვეყნდა დირექტორობის ახალ სტანდარტი, როგორ შეაფასებდით?

- ვთვლი რომ საკმაოდ ნორმალური დოკუმენტია არ მაქვს განსაკუთრებული შენიშვნები. ვიცი რომ მთავრობას აქვს მოთხოვნები და ამ სატანდარტით რაც გაწერილია, იმას ნამდვილად უნდა აკმაყოფილებდეს დირექტორი. თუმცა ვაღიარებ,  საკმაოდ რთულია, ყველა მოთხოვნის შესრულება, ამ მომენტისთვის ჩემთვის განსაკუთრებით, რადგან არ მყავს მოადგილე, თუმცა ,როცა დაქვემდებარებულ პირებზე გადანაწილებულია საქმეები, შემდგომ უკვე შესაძლებელი ხდება დირექტორისთვის რომ ყველა მიმართულებით იყოს ჩართულ. რთულია, თუმცა შეუძლებელია არაფერია.

- ქალბატონო ნინიო, როგორც მითხარით 1994 წლიდან პედაგოგი ხართ, პროფესიული უნარების გამოცდაზე თუ იყავით გასული და ზოგადად, როგორ აფასებთ ამ გამოცდას?

- სიმართლე გითხრათ, წელს ნამდვილად არ მქონდა დრო რომ გამოცდაზე გასვულიყავი. წამყვანი პედაგოგი ვარ, თუმცა ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ რაც ვნახე, მარტივი იყო. არის საკითხები, რომელსაც მეტი ჩაღრმავება და შესწავლა სჭირდება. ამბობენ, რომ თუ გამოცდილება აქვს პედაგოგს, გამოცდა რთული არაა, თუმცა ამ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები. საგამოცდო საკითხებზე შესაბამისი პასუხების გაცემისთვის, ნამდვილად საჭიროა, გარკვეული საკითხების დამატებით შესწავლა.

- წამაყვანი პედაგოგისგან, რომელმაც სტატუსი გამოცდის გარეშე აიმაღლა კიდევ უფრო საინტერესოა შეფასება. როგორ ფიქრობთ, არის კი საჭირო კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდის ამ ფორმატით ჩატარება?  

- ვთვლი, რომ ეს გამოცდა ნამდვილად არ არის სტატუსის განმსაზღვრელი. ძალიან ბევრი გამოცდილი, წარმატებული პედაგოგია რომლებსაც ძალიან მაღალი ხარისხი აქვთ გაკვეთილზეც, პროექტებშიც, კვლევაშიც და მიმაჩნია, რომ მათ შესაფასებლად სულაც არ არის საჭირო ასეთი გამოცდა.

ჩემი აზრით, გამოცდა სულაც არ არის გადამწყვეტი და ცოტა აბსურდამდე მივყავართ ამას. პედაგოგს, რომელიც მხოლოდ გამოცდისთვის მუშაობს, მას აღარ სცალია გაკვეთილისთვის. მას სჭირდება მობილიზება, საკითხების შესწავლა, საკუთარ თავთან მუშაობა, პლუს გაკვეთილისთვის მომზადება... ვერავინ დამაჯერებს რომ მხოლოდ გამოცდა განსაზღვრავს პედაგოგის წარმატების ხარისხს და ჩემთვის ცოტა აბსურდულია ეს გამოცდები და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ თავი შევიკავე.

- საუბარში ახსენეთ რომ მასწავლებლობა სწავლის დასრულებისთანავე დაიწყეთ. დღეს ბევრს საუბრობენ სკოლებში ახალი კადრების შესვლაზე, თქვენი აზრით, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდნენ მასწავლებლობის მსურველები და  კლასში შესასვლელად რამდენად არის საკმარისი, მხოლოდ გამოცდის ჩაბარება?

- საგნობრივი გამოცდის გარდა მგონია, რომ გამოცდილება აუცილებელია. მართალია, მე პედაგოგიური გამოცდილების გარეშე მოვედი მაგრამ ჩემი პედაგოგი ჩემი მენტორიც გახდა, რომელმაც პრაქტიკულ საკითხებში გამარკვია. ვესწრებოდი მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებს, მართალია მაშინ ასე სახელებით არ იყო ცნობილი, რომ ამას ურთიერთდაკვირვება ერქვა, მაგრამ ეს ყველაფერი ადრეც ხდებოდა... როცა ახალი კადრების მიღება მე დამჭირდა, ვაკანსიაში მითითებული მქონდა რომ კანდიდატს უნდა ჰქონოდა 2 წლიანი გამოცდილება, თუნდაც სტაჟიორად. რადგან შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ძალიან კარგი ცოდნა საგანში, მაგრამ არ ჰქონდეს მოსწავლეებთან საკომუნიკაციო უნარები. მგონია, რომ სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს ამ საკითხზე, რათა დამწყებ პედაგოგებს ჰქონდეთ მოსწავლეებთან შეხება, თუნდაც იმიტომ რომ მათთვის არ იყოს მუშაობის დაწყება რთული. თუმცა მიმიღია კადრები, რომლებიც 60 კრედიტიანი პროგრამის პარალელურად ან მისი დასრულების შემდგომ პირდაპირ მიმიღია სკოლაში და ძალიან კარგადაც გაურთმევიათ თავი და მოლოდინიც გაუმართლებიათ.

- სკოლაში მუშაობის 28 წლიანი სტაჟი გაქვთ და ამ დროის განმავლობაში  სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობით... დღევანდელი გამოცდილებიდან გამომდინარე რას შეცვლიდით განათლების სისტემაში, რას დაამატებდით ან გააუქმებდით?

- რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასკოლო სახელმძღვანელობის საკითხია. ვისურვებდი, სასწავლო ლიტერატურა იყოს ისეთი, რომელიც ეროვნული გამოცდების მიზნებსა და მოთხოვნებთან იქნება შესაბამისი. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ახალი სახელმძღვანელობი შეიქმნა, მაგრამ იმ საგნის საათობრივი დატვირთვა არ არის საკმარისი იმისთვის რომ მოსწავლეებმა საფუძვლიანად შეძლონ მისი ათვისება. მხოლოდ ახალი მასალის მიწოდება, თუ მისი ათვისება ვერ შეძლეს მოსწავლეებმა, შედეგს არ მოგვცემს. მაგალითად, საბუნებისმეტყველო საგნებში ძალიან მცირეა საათობრივი დატვირთვა და ძალიან დიდი მასალაა. ამ ეტაპზე მე ვერ გეტყვით რომ ამ ლიტერატურამ შეღავათი მოგვცა, რადგან დამხმარე ლიტერატურა მაინც გვჭირდება, ჩანაწერები გვჭირდება... ეს სახელმძღვანელოები ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომელიც სტანდარტშია გათვალისწინებული. გვესმის რომ პედაგოგმა უნდა იმუშაოს  და დიახ, უნდა იმუშაოს მაგრამ ის, რაც ბავშვებმა სახლში უნდა გააკეთოს ძალიან  რთულად არის წიგნებში მოწოდებული. პრაქტიკულად მასალის გასამტკიცებლად დრო არ გვრჩება, რაც იწვევს მასალის ადვილად დავიწყებას.

- და ბოლოს,  თქვენს სკოლაზეც რომ გვითხრათ, როგორ ფიქრობთ, რა ხდის სამტრედიის N12 სკოლას გამორჩეულს და რა განსაზღვრავს სკოლის წარმატებას?

- ჩვენი სკოლა 100 წელზე მეტია ფუნქიონირებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. არა ერთი ცნობილი და წარმატებული ადამიანის „აღმზრდელია“ და ვცდილობთ, რომ ეს ტრადიცია არ დავკარგოთ. ვცდილობთ, შედეგები წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ.

რაც შეეხება სკოლის წარმატების განსაზღვრას, ამას პირველ რიგში მოსწავლეთა შედეგები განსაზღვრავს, პედაგოგთა კვალიფიკაცია, კომპეტენცია და მათი მუშაობა, როგორც საგაკვეთილო, ისე არაფორმალურ გარემოში. პანდემიის გამო არაფორმალური მიმართულებით აქტივობები წინა პერიოდში უფრო შეზღუდული გვქონდა, თუმცა ჩვენი მოსწავლეები საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ, როგორც აკადემიური მოსწრების მხრივ, ისე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რაც ნამდვილად არის ჩვენი სკოლის პედაგოგების დამსახურება. ნამდვილად შემიძლია, სიამაყით ვთქვა, რომ წარმატებული სკოლა ვართ.  


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

სტუდიაში ბავშვები სწავლობენ ასაკზე მორგებულ საესტრადო და ხალხურ სიმღერებს

ღონისძიებას პედაგოგი ნონა ნონიაშვილი ხელმძღვანელობდა

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება