სიახლეები
სამასწავლებლო

„მივესალმები დაწყებით კლასში საგნობრივ სწავლებას“ - სტელა გიგოლაევა, არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი
18-10-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს, ამიტომ მისი დირექტორის, სტელა გიგოლაევას კომპეტენტური აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე განსაკუთრებით საინტერესოა. ამჯერადაც, სკოლის ხელმძღვანელს საინტერესო კითხვებით მივმართეთ. 

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი? რა დადებით და უარყოფით  მხარეებს ხედავთ სწავლების ამ  მიდგომაში ?

- მივესალმები დაწყებით კლასში საგნობრივ სწავლებას და ამის მკაფიო მაგალითს ჩვენი სკოლაც იძლევა, ქართულს, მათემატიკას, ხელოვნებასა თუ სპორტს ჩვენი სკოლის პირველ კლასელებს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის. ეს ერთი მხრივ კარგიცაა მოსწავლისათვის, იგი პატარაობაშივე ეჩვევა სხვადასხვა გარემოს, სხვადასხვა პედაგოგს და ერთდროულად ნახულობს სხვადასხვაგვარ მიდგომას სწავლისადმი. 

ტრადიციულად დაწყებითი კლასების მოსწავლეების მე-5 კლასში გადასვლას ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე მათი აკადემიური მოსწრების სერიოზული დაქვეითება და მანამდე არარსებული ქცევითი პრობლემების აღმოცენება, რასაც მე-5 კლასებში შემსვლელი მასწავლებლები, როგორც წესი, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს აბრალებდნენ და საყვედურობდნენ მათ ზედმეტი ლოიალურობის, დამთმობლობისა და სუბიექტურობის გამო. ვთვლი, რომ თუ მოსწავლე პირველივე კლასიდან მიეჩვევა სხვადასხვა მასწავლებელთან ურთიერთობას, მოგვიანებით მას აღარ გაუჭირდება მის სასკოლო ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების უმტკივნეულოდ გადატანა.

მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი კი ვფიქრობ არის ის რომ, თუ ჩვენ მასწავლებელს ერთი კონკრეტული საგნის არჩევის და ამ საგანში ჩაღრმავების საშუალებას მივცემთ, შედეგები გაცილებით უკეთესი გვექნება.

- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე?

- საკლასო გარემო ფართო ცნებაა და გულისხმობს კლასში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები, კლასში დამკვიდრებული წესები და საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო. კლასში არსებული ატმოსფერო მოსწავლეთა სწავლის მიმართ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. პოზიტიური საკლასო ატმოსფეროს შესაქმნელად მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემოს მოწყობა, მაგალითად, მიმზიდველი და სასიამოვნო სურათების, პლაკატების და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენება. მასწავლებელს შეუძლია, სასწავლო მასალა კედელზე გააკრას, რაც სწავლების ეფექტური ფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეთა მხრიდან მასალის ადვილად დამახსოვრებას. სკოლაში სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა პოზიტიური გარემოს აუცილებელი კომპონენტია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება