სიახლეები
სამასწავლებლო

„გამოცდილი დირექტორისთვის ახალი სტანდარტი ფუნქცია-მოვალეობების ერთგვარი შეხსენება და მეტი სტიმულია “- ხაშურის N2 სკოლის ხელმძღვანელი თამარ მახათაძე
18-10-2022
-
+


„მე ის მასწავლებელი მიმაჩნია თავისი საქმის პროფესიონალად, რომელიც ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვას და მნიშვნელოვანი ცოდნის მოზარდებამდე დაყვანას“- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბარში დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მახათაძე, რომელიც არაერთი წელია მომავალი თაობების აღზრდის კეთილშობილურ საქმეს ღირსეულად ემსახურება და საგანმანათლებლო სიახლეებს სამაგალითოდ უწყობს ფეხს. 

etaloni.ge მას სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე კომპეტენტური აზრის მოსასმენად დაუკავშირდა.

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი? რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ სწავლების ამ მიდგომაში?

- ჩვენს სკოლაში უკვე დ/ კლასებში დაინერგა საგნობრივი სწავლება, რაც კანონზომიერად განაპირობა მასწავლებელთა სერტიფიცირებამ. აღნიშნულს აქვს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხარეები. დასაწყისში უძნელდებათ მოსწავლეებს სხვადასხვა მასწავლებლებთან ურთიერთობა, მაგრამ გარკვეული  დროის შემდეგ ეს პრობლემა იხსნება, თანდათანობით ეგუებიან მაღალ კლასებში შემსვლელ მასწავლებელთა რაოდენობის ზრდას, რაც ხელს უწყობს სოციალიზაციის პროცესს.

- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე ? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში ?

- ახალი სტანდარტი განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებსაც უნდა ფლობდეს სკოლის დირექტორი, აგრეთვე ვალდებულებებსა და უფლებებს. გამოცდილი დირექტორისთვის ეს ერთგვარი შეხსენებაა და მეტი სტიმულია უკეთესად მუშაობისთვის, ხოლო ახალბედა დირექტორისთვის გზამკვლევი სამაგიდო და ყოველდღიური მუშაობისთვის. ჩემთვის უფრო მეტად საინტერესოა ინდიკატორები.

- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე?

- სასკოლო გარემო ერთ-ერთი და მეტად მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესისთვის. ამ კუთხით ჩვენი სკოლა ნაწილობრივ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაგრამ სრულყოფილებისთვის აუცილებელია ყველა მასწავლებელს ან საგნობრივი კათედრების მიხედვით გვქონდეს ტექნიკური თვალსაზრისით გამართული კაბინეტ- ლაბორატორიები.

- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით ?

- საინტერესო სიახლეებიდან გამოვყოფდი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვას, მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობას. ამასთან, ჩვენთვის ყველაზე გამორჩეული სიახლეა ის, რომ უახლოეს პერიოდში იწყება აზიის ფონდის დაფინანსებით სკოლის მთლიანი რეაბილიტაცია.

- თქვენი აზრით რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ?

- მე ის მასწავლებელი მიმაჩნია თავისი საქმის პროფესიონალად, რომელიც ახერხებს საგაკვეთილო პროცესში ყველა მოსწავლის ჩართვას და მნიშვნელოვანი ცოდნის მოსწავლეებამდე დაყვანას.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება