სიახლეები
სკოლები

„ჩვენი იმერეთი“ - ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო პროექტზე მუშაობენ
18-10-2022
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელმძღვანელობით საინტერესო პროექტებს აქტიურად ახორციელებენ.

ამჯერად, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები პედაგოგების - მაია ფეიქრიშვილის და ირინა უგულავას ხელმძღვანელობით პროექტზე - „ჩვენი იმერეთი“ აქტიურად მუშაობენ.

პროექტის ერთ-ერთი აქტივობა ხონის ისტორიული მუზეუმის მონახულება იყო, რამაც მოსწავლეებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა.

„როგორც ყოველთვის, სიხარულითა და სიყვარულით მიგვიღო მუზეუმის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა ჯოხიძემ და საინტერესო მეგზურობა გაგვიწია. ასევე შთამბეჭდავი იყო ქალბატონი ჩიტო კერესელიძის მონათხრობი ხონელ გმირებზე, რომელთაგან ბევრმა სიცოცხლე გაწირა სამშობლოსათვის. ერთ-ერთი იყო აკაკი ტერელაძე, რომლის სახელობისაა ჩვენი სკოლა.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის შესანიშნავი ეთნოგრაფიული ეზოც, გადაიღეს სამახსოვრო სურათები და გამოხატეს სურვილი ყვავილითა და სხვადასხვა ხეების ნერგებით შეავსონ ეს მშვენიერი ეზო.

ჩვენი მოგზაურობა გრძელდება, დაგეგმილი გვაქვს ვეწვიოთ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმს. წინა კვირაში არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან და ბოლოს გამოვუშვებთ კედლის გაზეთს, სადაც ვრცლად გავაშუქებთ იმ ემოციებს, რაც მივიღეთ და გაზაფხულის სამომავლო გეგმასაც გაგიმხელთ.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ სკოლის დირექციას მხარდაჭერისათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებლები ამ საგნებში გამოცდას პირველად ჩააბარებენ - შეფასების სქემა და ტესტის ნიმუშები

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაცია 11 მარტის 10:00 საათიდან  დაიწყება

2000-ლარიან ვაკანსიაზე მანდატურის სამსახური კონკურსს აცხადებს

თუ ეროვნულებზე რეგისტრაციისას ზედმეტი თანხა გადაიხადეთ - ინსტრუქცია  აბიტურიენტებისთვის 

მნიშვნელოვან იინფორმაცია მასწავლებელისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლის მსურველებისთვის

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მასწავლებლები: დიანა გოგინაშვილი და ირმა წერეთელი

„დედა არის სიყვარული, სიცოცხლე და ერთგულება“ -  ჩხოროწყუს N2 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება ჩატარადა

„გილოცავთ დედის დღეს! მადლობა თქვენი უსაზღვრო სიყვარულისა და თავდადებისთვიხ“

„გაზაფხულის მობრძანება, დედის დღე და ქალთა დღე გაგვილამაზეს ჩვენმა პატარებმა“ 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება