სიახლეები
სიახლეები

რა არის პროექტგაკვეთილი და რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა მისი დაგეგმვისას?
23-10-2022
-
+


პროექტგაკვეთილი სწავლების ფორმაა, რომ­ლის დროსაც მასწავლებლები და მოსწავლეები ირჩევენ საკითხს, პრობლემას, მის დასამუშავებლად ადგე­ნენ გეგმას, მონაწილეობენ ამ გეგმის შესრულებაში და წარმოადგენენ ერთ საერთო პროდუქტს.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება განასხვავდება ტრადიციული გაკვეთილისგან. პროექტგაკვეთილი მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, სრულად წარმოაჩინოს თავისი აღმზრდელობითი და პროფესიული კომპეტენცია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემულ მასწავლებლის წიგნში პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ ვრცელი ინფორმაციაა მოცემული.

პედაგოგთა სახელმძღვანელოდან გიზიარებთ ინფორმაციას, თუ რა სფეროებს შეიძლება მოიცავდეს პროექტგაკვეთილის თემა?

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მონაწილეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე ახლის დაშენებას. ამასთან, პროექტმეთოდში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მონაწილეთა მოთხოვნილებებს, მიდრეკილე­ბებსა და ინტერესებს. პროექტგაკვეთილის თემა უნდა იყოს აქტუალური და იგი შესაძლოა:

  • ეხებოდეს პრობლემას, რომლის გადაჭრა ერთი საგნის დისციპლინარუ­ლიცოდნით შემოიფარგლება, ანდა დისციპლინათაშორისი გამოცდი­ლების გამთლიანებას ემსახურება. სასურველია, სხვადასხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორ­ციელონ პროექტგაკვეთილები, რადგან საგანთა მომცველ – ინტერდის­ციპლინარულ – პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს ერთი და იმავე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში ეხმარება. ამ დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებული ცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენების) და სხვადასხვა დისციპლინური გამოცდი­ლების სინთეზის უნარი.
  • სცილდებოდეს სასწავლო პროგრამას და განპირობებული იყოს აღმზრ­დელობითი მიზნით, საზოგადოებაში/თაობაში არსებული პრობლემით, მოსწავლეთა ინტერესით.

პროექტგაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწი­ნოს, რომ:

  • სასწავლო პროექტის თემის შერჩევაში, დაგეგმვასა და პრობლემის მართ­ვაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს მოსწავლე. ის არ უნდა იყოს მხო­ლოდ შემსრულებლის, მით უმეტეს, ტექნიკური შემსრულებლის როლში;
  • გადასაჭრელი პრობლემა პროექტის მონაწილეთათვის იყოს მნიშვნელო­ვანი, აქტუალური;
  • პროექტგაკვეთილი დაიგეგმოს პრაქტიკული საქმიანობისთვის და არა ღირსშესანიშნავი/საჩვენებელი დღეებისთვის; მაშასადამე, დაგეგმილი აქტივობები უნდა ემსახურებოდეს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამო­ყენებას.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია:

  • მოსწავლეთა ასაკობრივი მზაობა და ამ მზაობის შესაბამისი რესურსების გამოყენება;
  • საკმარისია თუ არა მოსწავლეთა კომპეტენცია პროექტით დასახული მიზ­ნებისა და დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;
  • საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;
  • არის თუ არა გუნდის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული ისე, რომ წარმოჩნდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.

 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება