სიახლეები
სკოლები

ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე გიგი მჟავანაძე „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია
19-10-2022
-
+


ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ, გიგი მჟავანაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალედ იასპარეზა.

გიგიმ დისტანციურ კონკურსში „ოზურგეთის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი მოიპოვა და ოქროს დიპლომი დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის I ეტაპში სკოლის 16 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც „ეტალონისგან“ ონლაინ სიგელები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 11 ოქტომბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 13 ოქტომბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია - „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ იმართება

ცხრილების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია

18 სექტემბერს 8 სკოლის საკითხი განიხილება - დეტალები

მასწავლებლების მოტივირება, საპროექტო იდეებზე ერთობლივი მუშაობა და პრაქტიკის გაზიარება 

სკოლამდელი განათლების დარგობრივი მახასიათებელი - რეკომენდაციები

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

მშობლებმა დაათვალიერეს სკოლა, გაიცნეს თავიანთი პატარების მასწავლებლები

საინტერესო

ახალი სასწავლო წლის პირველი გაკვეთილი - როგორ აქციოთ სკოლაში დაბრუნება სასიამოვნო მოვლენად? 

როდის იწყება უნივერსიტეტებში პირველკურსელთა რეგისტრაცია - დოკუმენტების ჩამონათვალი, ვადები და სხვა დეტალები 

„დავიწყე წერა და მთელი 45 წუთი თავი არ ამიწევია - გულით ვწერდი, საგამოცდო საკითხების ნაცვლად, „აღსარებას“ 

„მგონი, არც არავის უნდა ეწყინოს, თუ ასე დაუძახებენ, რადგან ერთგვარი ტრადიციაა“

ექსპერტი მასწავლებლები კარგად ფლობენ პედაგოგიურ თეორიას, იციან როგორ შეიმეცნებენ ბავშვები და მოზარდები

სიახლეები
საზოგადოება