სიახლეები
სიახლეები, პიროვნება, ინტერვიუ

„დირექტორებს სასკოლო ცხოვრება გამოცდებს ყოველდღიურად გვიტარებს“ - ახმეტის N3 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ეკატერინე ბოდაველი
19-10-2022
-
+


„სკოლა სიძლიერითა და საქმის უღალატობით გამოირჩევა“ - ასე ახასიათებს ახმეტის N3 საჯარო სკოლას, მისი ხელმძღვანელი ეკატერინე ბოდაველი, რომელიც etaloni.ge-ს თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობაზე, სკოლის წარმატებაზე, მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობებზე ესაუბრა.

- გვიამბეთ, რა გზა განვლეთ სკოლის დირექტორობამდე?

- სკოლის დირექტორობამდე ვმუშაობდი პედაგოგად ამავე სკოლაში, გავიარე ყველა ეტაპი, იმისათვის რომ ერთ-ერთი ადამიანი ვყოფილიყავი, რომელიც სკოლის სიახლეებსა თუ საჭიროებებს მოერგებოდა და მის სადარაჯოზე იდგებოდა.

- რა არის სკოლის წარმატებისთვის მთავარი?

- წარმატების მთავარი ფაქტორი კარგი დირექტორის და პედაგოგების არსებობაა. მარტო სკოლის დირექტორი ვერ შეძლებს სკოლა ერთ დიდ, თანამშრომლობაზე დაფუძნებულ კოლექტივად აქციოს, თუ პედაგოგიურმა საზოგადოებამაც არ შეუწყო ხელი.

- როგორ შეხვდით იმ სიახლეებს, რომლებიც სამინისტრომ შესთავაზა სკოლებს ? (ჭადრაკი, თვდაცვა, პროექტებით სწავლება, საქართველო ისტორია ცალკე საგნად...)

- ძალიან დიდი ინტერესით მოვეკიდეთ სამინისტროს მიერ შეთავაზებულ პროექტებს, რომლებიც დაინერგა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში. ჭადრაკის, საქართველოს ისტორიისა და პროექტებით სწავლება - მეათე კლასში, უკვე მიმდინარეობს.

- რამდენად მნიშვნელოვანია, სკოლამ ფეხი აუწყოს თანამედროვეობის მოთხოვნებს...

- თანამედროვე მოთხოვნების მიუღებლობა, გამოიწვევს სკოლის უკუსვლას, ჩვენთვის ბავშვის უსაფრთხო გარემოში სწავლება უმნიშვნელოვანესი პირობაა, რაც გულისხმობს მოქმედ კანონმდებლობას და იმ სტანდარტებს, რაზეც დაფუძნებულია სკოლის სტრუქტურა.

- თუ გაეცანით დირექტორების ახალ სტანდარტს და აპირებთ დირექტორთა გამოცდებში მონაწილეობას?

- სტანდრატს რა თქმა უნდა გავეცანი, თუმცა გამოცდაზე გასვლა ჯერ არ გადამიწყვეტია.

- ზოგადად, უნდა არსებობდეს თუ არა სკოლის ხელმძღვანელთა გამოცდები და უნდა იყოს თუ არა დირექტორთა პროფესიული განვითარებისთვის გარკვეული აქტივობები, როგორც ეს პედაგოგების შემთხვევაშია?

- დირექტორებს სასკოლო ცხოვრება ყოველდღიურ გამოცდებს გვიტარებს, თუმცა პროფესიული განვითარება არასოდეს არის ზედმეტი.

- როგორ არეგულირებთ ურთიერთობას მოსწავლეებთან?

- როგორც პედაგოგსა და სკოლის ხელმძღვანელს, არასოდეს მიჭირს მოსწავლეებთან ურთიერთობის დამყარება, ვმეგობრობ მათთან, ვითვალისწინებ ასაკსა და საჭიროებებს, თუმცა ვარ მკაცრიც.

- რას ურჩევდით პედაგოგებს, მოსწავლეებთან ურთიერთობისას?

- ყველა მოსწავლე არის უსაზღვრო უნარებით დაჯილდოვებული, ვურჩევ მასწავლებლებს, ამ უნარების განვითარებასა და რეალიზებაში დაეხმარონ მათ.

- როგორ უნდა დაარეგულიროს სკოლამ ურთიერთობები მშობლებთან და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლეებს შორის არ იყოს ბულინგი?

- მშობელთა სისტემატიური ჩართულობით, მშობელთა კომიტეტების გაძლიერებით სხვადასხვა აქტივობებით, მაგ: ფილმების ჩვენება, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა, კომპეტენტურ ადამიანებთან შეხვედრები და საუბრები, როლური თამაშები, ვფიქრობ ბულინგის შემთხვევებს თავიდან აგვარიდებს.

- და ბოლოს, გვიამბეთ, რითი არის გამორჩეული თქვენი სკოლა? 

- ჩვენი სკოლა სიძლიერითა და საქმის უღალატობით გამოირჩევა, 180 ბავშვი გვყავს, კადრების დიდ ნაკლებობას განვიცდით, თუმცა არ ვუშინდებით გამოწვევებსა და სიახლეებს, მუდმივად ვზრუნავთ სკოლის განვითარებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება