მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ხანძრის შედეგად დაიწვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის დამხმარე ხის შენობა, სადაც განთავსებული იყო სკოლის სამი საკლასო ოთახი, სკოლის ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორია. ხანძრის შედეგად დაიწვა და განადგურდა წიგნები და ლაბორატორიაში არსებული ინვენტარი.
იმისათვის, რომ 2 ნოემბერს სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარმართულიყო საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მოიძია ალტერნატიული ფართი, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობამ სკოლას უსასყიდლოდ გამოუყო. აღნიშნულ რეაბილიტირებულ შენობაში სკოლას დაეთმო 4 ოთახი - 3 ოთახში განთავსდა სკოლის დაწყებითი კლასები, სულ 9 მოსწავლე და ერთ ოთახში მოეწყო სამასწავლებლო, შენობაში შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი (მერხები, დაფები და ა.შ.). სასწავლო პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად, როგორც სკოლის ძირითად შენობაში, ასევე გამგეობის მიერ გამოყოფილ ალტერნატიულ ფართში. სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის ყველა პირობა შექმნილია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ