სიახლეები
სიახლეები

სკოლებთან მოსწავლეებს მანქანაში მოტყუებით ისვამენ - დირექტორები მასწავლებლებსა და მშობლებს აფრთხილებენ
20-10-2022
-
+


ქუთაისში ორი პირი დააკავეს, რომელიც სკოლის მოსწავლეებს მოტყუებით ისვამდა მანქანაში; საქმე, სავარაუდოდ, პედოფილიის მუხლით აღიძვრება, რომელიც 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს; თუმცა მანამდე მოგახსენებთ, რომ ამ ამბავს პრეისტორია აქვს და ყველაფერი ჯერ კიდევ სკოლის დირექტორთა „ვოისებით“ დაიწყო, რომლებიც კლასის დამრიგებლებს გაეგზავნთ და სადაც, სკოლების ხელმძღვანელები სთხოვდნენ პედაგოგებს, მშობლები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინათ:

„უცხო პირები, სკოლებთან ხვდებიან 11-14 წლის ბავშვებს, ეუბნებიან, რომ შეყვარებულისთვის ყვავილების გადაცემა სურთ, ოღონდ თავად არ უნდა გამოჩნდნენ... ამიტომ, ბავშვს სთხოვენ, თაიგული გოგონას გადასცეს და ბავშვსაც ნდობა უჩნდება... ძალიან გთხოვთ, გააფრთხილეთ მშობლები, აუხსნან შვილებს, რომ არავითარ შემთხვევაში, არანაირი მიზეზით, არ ენდონ“... - დაახლოებით ამ შინაარსისაა „ვოისი“, რომლებიც დირექტორებმა დაგზავნეს და რომელიც etaloni.ge-მ მოიპოვა, თუმცა შეგნებულად არ ვასაჯაროებთ.

ამის შემდეგ, სოციალურ ქსელში, არაერთმა მშობელმა აღნიშნა მსგავსი საეჭვო ფაქტის შესახებ, ნინო ყურაშვილმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსიც გამოაქვეყნა:

„სკოლებთან ვიღაც ტიპები მანქანით ხვდებიან მოსწავლე გოგოებს და სახლამდე გაყვანას სთავაზობენ, სხვადასხვა მოტივით. ერთ-ერთია რომ მშობლების ახლობლები არიან.

მშობლები გაგვაფრთხილეს და თქვენ გაფრთხილებთ, შვილებს გაესაუბრეთ. ბოლო სამ დღეში მეოთხე ასეთი შემთხვევის შესახებ გავიგე.

მანიაკი, მანიაკიო, მაგრამ ეს უფრო ორგანიზებულ ჯგუფს ჰგავს. არ ვიცი რა მიზნები აქვთ, ჩვენ ჩვენი შიშები და მოსაზრებები გვაქვს 90-იანებში გაზრდილებს. ვარაუდია, დარწმუნებით არაფერს ვამბობ.

მოკლედ, ბავშვებთან უფრო ყურადღებით იყავით. და ყვირილი ასწავლეთ. ყვირილი არაა სირცხვილი, როცა საჭიროა“ - სტატუსს საკმაოდ ბევრი კომენტარი მოყვა და სხვათა შორის, იმასაც წერდნენ, რომ მსგავსი შემთხვევები არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ რუსთავში, ხაშურსა და თბილისშიც კი დაფიქსირდა.

რა ხდება რეალურად, იმედია გამოძიება ყველა კითხვას და რაც მთავარია, უმოკლეს დროში უპასუხებს. მანამდე კი საინტერესოა რა პოზიცია აქვს განათლების სამინისტროს და რით უზრუნველყოფს სისტემა მოსწავლეთა უსაფრთხოებას.

ამ კითხვით etaloni.ge-მ ჩხენკელის უწყებას მიმართა სადაც გვიპასუხეს:

„ქუთაისში მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მანდატურის სამსახური კი კვლავინდებურად იცავს წესრიგსა და მოსწავლეების უსაფრთხოებას საქართველოს სკოლებში“.

რაც შეეხება მანდატურის სამსახურს, დაგვიდასტურეს, რომ ქუთაისის სკოლაში მომხდარი დანაშაულის მცდელობა სწორედ მანდატურმა აღკვეთა და ახლაც, მანდატურის სამსახური განაგრძობს სკოლების უსაფრთხოებაზე ზრუნავს:

„მანდატურები უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას სკოლებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; მაქსიმალურად ყურადღებით არიან და ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა“.

მოგვიანებით შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

შსს ქუთაისში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დაკავებული 2 პირის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. - არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, გ.რ. - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს - გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება