მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მეორე კლასის მოსწავლე კლასელებმა სცემეს, ყელში მავთული წაუჭირეს და როგორც მშობელი ამბობს, ბავშვი სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა - შემთხვევა გურჯაანის ერთ-ერთ სკოლაში, დაახლოებით ორი კვირის წინ დაფიქსირდა, თუმცა ამ ფაქტს საგანგებოდ მალავდნენ.
საქმე ის გახლავთ, რომ მოსწავლეზე, მშობლის განცხადებით, კლასის დამრიგებელმაც იძალადა და ამ ჩხუბის შემდეგ, მას სილა გააწნა. ბავშვს კისერზე მავთულის წაჭერის შედეგად ძალადობის კვალი ეტყობა! აღნიშნულის გამო მშობელმა საჩივრით მიმართა დირექციას, მოგვიანებით კი რესურსცენტრს. ირკვევა ისიც, რომ სკოლის ხელმძღვანელობამ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა მოითხოვა; უცნობია მოზარდებს შორის კონფლიქტის მიზეზიც, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ახლა საქმეს დისციპლინური კომიტეტი განიხილავს.
რა სახის გადაცდომები დაუშვა სკოლამ, სამომავლოდ იმედია გაირკვევა, თუმცა რაც უნდა ყოფილიყო მიზეზი, მსგავსი სახის ძალადობას ვერაფერი გაამართლებს.
კითხვებზე პასუხების მისაღებად, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, დალი მინდიაშვილს დავუკავშირდით, რომელმაც etaloni.ge-სთან განაცხადა, რომ საქმეს დისციპლინური კომიტეტი იძიებს:
„რესურსცენტრი ამ საქმეში ვერ ჩაერევა; სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქმეს დისციპლინური კომიტეტი იძიებს და სხდომა მომდევნო კვირასაა ჩანიშნული. ზომების მიღება კი რესურსცენტრის კომპეტენციებს სცდება“.
ასეთია ოფიციალური უწყების კომენტარი, თუმცა სიმართლე გითხრათ, კომპეტენციების გარკვევის დრო ახლა ნამდვილად არ არის. ფაქტია - სკოლაში მოხდა ძალადობის ფაქტი! მოსწავლის სხვა სკოლაში გადაყვანა გამოსავალი ნამდვილად არ არის! სისასტიკეს კი ვერანაირი მიზეზი ვერ გაამართლებს!
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე