სიახლეები
სამასწავლებლო

„ახალი სტანდარტი, ხელს შეუწყობს თანამედროვე სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ეფექტური საგანმანათლებლო ლიდერის ჩამოყალიბებას“-წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი
20-10-2022
-
+


საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ის, რასაკვირველია, საინტერესო აქტივიბებითა და ახალი გამოწვევებითაა დატვირთული. ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს, ამიტომ მისი დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის კომპეტენტური აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ მას მივმართეთ და გავიგეთ, თუ რას ფიქრობს დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე, დირექტორის ახალ სტანდარტზე, რას ნიშნავს მისთვის სასკოლო გარემო და ა.შ. 

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი ? რა დადებით და უარყოფით  მხარეებს ხედავთ სწავლების ამ  მიდგომაში? 

- ჩვენს სკოლაში ჯერ კიდევ 5 წლის წინ დავნერგეთ დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლება, რომელიც ვფიქრობ, რომ ხელს უწყობს მოსწავლეებში კომუნიკაციის და სხვა მრავალმხრივი უნარების განვითარებას. 

- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში? 

- სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტი ვფიქრობთ, ხელს შეუწყობს თანამედროვე სკოლის ხელმძღვანელის, როგორც ეფექტური საგანმანათლებლო ლიდერის ჩამოყალიბებას. ხუთივე კომპონენტი სტანდარტისა აქცენტირებულს ხდის დირექტორს არა როგორც მენეჯერს, არამედ როგორც ლიდერს, როგორც მოდელს სასკოლო საზოგადოებისათვის, როგორც უნიკალური სასკოლო კულტურის განმავითარებელს, როგორც ეფექტური ადამიანური რესურსების მმართველს, როგორც გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ლიდერს. 

- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე? 

- ჩემთვის სასკოლო გარემო ნიშნავს: მოტივირებულ, დემოკრატიული ღირებულებებით გაჯერებულ მოსწავლეებს, პროფესიული ზრდისკენ, მოსწავლის შედეგზე ორიენტირებულ პედაგოგებს, სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს, გრძელვადიანი მიზნებისკენ, სკოლის უნიკალური კულტურისა და პიროვნული განვითარებისაკენ მიზანსწრაფულ საგანმანათლებლო ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, აღიარებაზე, პასუხისმგებლობაზე, ინოვაციების დანერგვაზე დაფუძნებულ ეფექტურ მართვას სკოლისას. 

- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით? 

- სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლე იყო საერთაშორისო პროექტის „პატრიოტი დიასპორელის" ფარგლებში, პირველი სასწავლო წლის იმერეთიდან, კერძოდ - ჩვენი სკოლიდან გახსნა პროექტის ფარგლებში 2-თვიანი სასწავლო ვიზიტით 2 მოსწავლის ლილე და თევდორე მაისურაძეები ჩვენს სკოლაში სწავლობენ. პროექტი ითვალისწინებს ქართული წარმოშობის საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების, მათთვის ხელსაყრელ კალენდარულ დროებში, სამშობლოში დაბრუნებისას, საქართველოში სწავლას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკოლის ბევრ წარმატებულ ტიტულს კიდევ ერთი შეემატა. ჩვენს სკოლას პატრიოტი სკოლის ტიტული მიენიჭა... ამაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი რაღა უნდა იყოს?! 

- თქვენი აზრით რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა? 

- ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ თანამშრომლობით კულტურას, სწავლა-სწავლების პროცესში სიახლეების დანერგვას, სკოლის გრძელვადიანი მიზნებისათვის მუდმივად ზრუნვას, მოსწავლეებში საგნის სწავლებისათვის, მათთვის გადაცემული ცოდნის ცხოვრებაში გამოყენების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, სწავლა-სწავლების პროცესში ინოვაციური და ეფექტური მეთოდების დანერგვას. 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

„ვინც ხვალ აბარებს ისტორიას, ვეტყოდი...“ - აბიტურიენტები ისტორიის ტესტზე საუბრობენ და თანატოლებს რჩევებს აძლევენ

გამოქვეყნდა მასწავლებლების გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება