მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
იაშვილის კლინიკამ, დროებით, სტაციონარული პაციენტების მიღება შეწყვიტა, რეგულირების სააგენტოს დასკვნიდან გამომდინარე, - აღნიშნული ინფორმაცია კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ დაადასტურა. დასკვნის თანახმად, კლინიკაში დარღვეული იყო ინფექციის კონტროლის მექანიზმები.
ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, არსებული პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანასთან დაკავშირებით კომუნიკაცია შესაბამის სტრუქტურებთან შედგება და გადაწყვეტილება იქნება მიღებული ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე.
„ვადასტურებთ, ღამის 12 საათიდან იაშვილის კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას აღარ ახორციელებს. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან. რეგულირების სააგენტოს დასკვნის და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, იაშვილის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, სრულიად არის გარემონტებული აბდომინური მედიცინის, ტრავმატოლოგიის, ორთოპედიის, ქირურგიის დეპარტამენტები, მაგრამ დარჩა რამდენიმე დეპარტამენტი, სადაც მდგომარეობა მართლა საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას, პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სტაციონარული სერვისის მიწოდებას, მანამდე პაციენტების მიღება იაშვილში იქნება შეჩერებული.
სარემონტო სამუშაოებისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან, რეალურად, დგას ინფექციის კონტროლი“.
სამედიცინო დაწესებულების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტად ფუნქციონირებს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე